GOGA.TV
  • ქალაჯო

    ნადუღი - 450 გრამი
    ერბო - 150 გრამი
    ხახვი - ერთი პატარა თავი
    მჭადი - 550 გრ (კარგად გაცივებული ან ერთი დღით ადრე გამომცხვარი)
    წყალი - 250 გრამი
    ნიორი - ერთი კბილი
    მარილი - გემოვნებით

    ერბოში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ნადუღი, კარგად აურით და 2-3 წუთი ადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი. ადუღებულ მასას დაუმატეთ ნიორი, მარილი გემოვნებით, ჩაყარეთ პატარა ნაჭრებად დაქუცმაცებული მჭადი, ადუღეთ 5 წუთი. გაზქურიდან კერძს რომ გადმოდგამთ და ცოტა შეგრილდება, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნაც (ძალიან უხდება).

    გემრიელად მიირთვით
    242 ნახვა
    23-03-2021, 00:51