GOGA.TV
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამდიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.

    COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. მედპერსონალის იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

    22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3843 წარმომადგენელია აცრილი.
    127 ნახვა
    23-03-2021, 09:23