GOGA.TV
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი ქალებისთვის ნამდვილი კოშმარია
  • ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი ქალებისთვის ნამდვილი კოშმარია

    ისინი საერთოდ, ერთი შეხედვით, საყვარლები არიან, მაგრამ ეს პირველად მოგეჩვენებათ.
    თუ მათ ეჭვის განცდა დაეუფლებათ და საკუთარ არჩევანში დაეჭვებას დაიწყებენ, შეიძლება მონსტრებადაც კი იქცნენ.
    ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა მამაკაცებმა, განსაკუთრებით კი, ეს ეხება მათ, ვინც თავიანთ გრძნობებში დარწმუნებულნი არ არიან, შეუძლიათ თქვენი ენერგია ამოწურონ და სულიერი ტკივილი მოგაყენონ. მარტივად რომ ვთქვათ, სული ამოგხადონ.

    ისინი დაგეძებენ მთელი ძალით და მონდომებით, მაგრამ ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე შეუძლიათ ურჩხულებად გადაიქცნენ:

    კირჩხიბი
    კირჩხიბები ძალიან ემოციური ადამიანები არიან. მათ ხშირად უბრალოდ არ
    იციან, რა უნდა გააკეთონ, საკუთარ თავთან და ემოციებთან მიმართებაში.
    ზოგჯერ შეუძლებელი ხდება ამ ორ რამესთან გამკლავება.
    თუ ამ ადამიანს უყვარხარ, დიდი ალბათობით, მას მთელი ცხოვრება ეყვარები. მაგრამ თუ ის ფიქრობს იმაზე, სურს თუ არა შენთან ყოფნა, ხარ თუ არა მისთვის საკმარისად კარგი, უმჯობესია გაიქცე. იმიტომ, რომ ეს ემოციური წამება შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

    თხის რქა
    მამაკაცი თხის რქები ცდილობენ ყველაფერი გააკონტროლონ და როდესაც რამე არასწორად მიდის ან ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეს, ან ღმერთმა არ ქნას, გადაწყვიტო მიატოვო, ისინი მაშინვე ხმაურის და პრობლემების წარმოქმნას იწყებენ.
    თხის რქას უჭირს, გაუმკლავდეს საკუთარ ბრაზს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას რამეში არ ეთანხმები. ის არ შეიცვლება და თუ ვერ მიიღებ მას ისეთად, როგორიცაა, მაშინ მისი ხომალდი მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად დატოვე.

    კურო
    კიდევ ერთი რქიანი ზოდიაქოს წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია ნერვული სისტემა გაგინადგუროს. კურო შეიძლება იყოს საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი და თხის რქების მსგავსად, მათ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ.
    მათთვის შეურაცხყოფის მოყენება უფრო ადვილია, ვიდრე კომპლიმენტის თქმა. როდესაც ისინი აფექტის მდგომარეობაში არიან და ძალიან გაბრაზებულები, სჯობს გაიქცე. გაბრაზებული კუროები თავს ვერ აკონტროლებენ. ამიტომ, თუ ეჭვი შეგეპარება მასში და საიმედოდ არ მიგაჩნია, უმჯობესია მისგან წახვიდე და სხვა გზა იპოვო.


    წყარო: cluber
    148 ნახვა
    24-03-2021, 00:24