GOGA.TV
მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა
  • მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა

    ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა, რის გამოც ნაწილობრივ შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

    გადაადგილება სრულად არის შეზღუდული ხულოს, შუახევისა და ქედის რამდენიმე შიდასასოფლო გზაზე.

    ადგილობრივები, ამ დროისთვის, შემოვლითი გზით სარგებლობენ. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა, ძირითადი მიმართულებებით, დღის ბოლომდე აღდგება.

    სტიქიის ზონებში 35 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა.
    90 ნახვა
    24-03-2021, 08:44