GOGA.TV
COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში დღეს ელოდებიან
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში დღეს ელოდებიან

    COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში დღეს ელოდებიან. 29 500 დოზის ტრანსპორტირება, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ.

    ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ Pfizer-ით აცრების დაწყების შემდეგ მოქალაქეების აქტიურობა გაიზრდება.

    არ გამოირიცხება, მალე ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 3800-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

    “ველოდებით Pfizer-ის 29 500 დოზას. არის საზოგადოებაში გარკვეული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ Pfizer-ის ვაქცინის მიმართ აქვთ მეტად უფრო მაღალი სანდოობა, მაგრამ აქ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ვაქცინას გააჩნია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი ნდობა და ისინი ერთიანად, ორივე ერთნაირად არიან მაღალი სანდოობის მქონე ვაქცინები და ასევე მათი ეფექტურობაც არის უდავო,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
    91 ნახვა
    24-03-2021, 09:07