GOGA.TV
  • ვაშლიჯვარში მთლიანი ფერდის პროცესში დინამიკაშია - მკვლევართა ჯგუფი

    ვაშლიჯვარში მთლიანი ფერდის პროცესში დინამიკაშია - მკვლევართა ჯგუფი გეოდეზიურ მონაცემებს იკვლევს. სპეციალისტები პროცესების განვითარების უფრო ფართო მასშტაბებზე ამახვილებენ ყურადღებას.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვარში მთის მთლიანი ნაწილი დინამიკაშია.

    "რეალურად უკვე ის ეჭვი დასტურდება, რომ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ამ ბზარით არის გამოყოფილი, მხოლოდ ის არ მოძრაობს. მთლიანად მთელი მთის ნაწილი არის დინამიკაში. სცენარი, თუ როგორ წავა მეწყრის დაძვრის პროცესი არის სათუო და უნდა ვაწარმოოთ კიდევ კვლევა.

    სიღრმე არის 12-დან 18- მეტრამდე, სავარაუდო მასა შეიძლება დაძვრისას იყოს უფრო მეტი. დასაზუსტებელია გეოდეზიური მონაცემები,"- აღნიშნა თეა გოდოლაძემ.
    87 ნახვა
    25-03-2021, 10:51