GOGA.TV
ფაიზერით ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც ფილერს ხშირად იკეთებს
  • ფაიზერით ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც ფილერს ხშირად იკეთებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ფაიზერით ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც ფილერს ხშირად იკეთებს.

    "ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის ჩეკლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
    133 ნახვა
    25-03-2021, 10:53