GOGA.TV
29 მარტი 4 აპრილის სილამაზის კალენდარი - გაიკეთეთ სახის მკვებავი ნიღბები, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს
  • 29 მარტი 4 აპრილის სილამაზის კალენდარი - გაიკეთეთ სახის მკვებავი ნიღბები, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს

    კვირის დასაწყისში ან ლიტერატურული ნიჭის გამოვლენა მოგინდებათ (ეს კარგ შემთხვევაში) ან დაბნეული და გულმავიწყი გახდებით (რასაც არ გირჩევთ). 30 მარტს, პლუს/მინუს 2 დღე მოგინდებათ სასიყვარულო ურთიერთობის მეტად გასერიოზულება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთვარე კლებადია (სავსემთვარეობა 28 მარტს გვქონდა), კარგია დიეტის დაცვა, დაწყებული საქმეების დასრულება და ძველი ნივთებისგან გათავისუფლება.

    29 მარტი, მთვარე სასწორშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე
    ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    30 მარტი (9:34-დან) 31 მარტი, მთვარე მორიელშია. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    პირველი აპრილი (10:00-დან) 3 აპრილი (12:14-მდე) მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, გარგრის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    3 აპრილი (12:14-დან) 4 აპრილამდე მკაცრი და ასკეტური გადის თხის რქის ზოდიაქოს. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
    113 ნახვა
    29-03-2021, 00:39