GOGA.TV
  • შენ ვინა ხარ დებილი დედაკაცი - რატომ დასაჯა მეუფე სტეფანემ დედა სოსანა

    ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი.

    მონაზონი ამბობს, რომ ის მის მიერ დასმული კითხვების გამო დაისაჯა. ამბობს, რომ დაინტერესდა პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებით და მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმული ბრალდებებით.

    დედა სოსანასთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფეს მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა. მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ აიძულეს.

    თათბირის ამსახველი ვიდეო მასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    "საპატრიარქოში სინოდის სახელზე დაწერე, შეიტანე და განიხილოს სინოდმა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შენი განცხადება არის მისი განხილვისა. შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ შენ მოქმედებ არაკანონიკურად დედაო, ეს ხომ ფაქტია?!

    რას მელაპარაკები, არა გრცხვენია, შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ. მეუფე პეტრეს დაანებე თავი, დაგღუპა მაგან, შენს თავს მიხედე.

    გადაგაყენე მონაზვნის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო, ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც, მანქანა იქ დატოვე იმიტომ, რომ ის შენი არაა," – აცხადებს თათბირიდან გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე.
    143 ნახვა
    30-03-2021, 01:07