GOGA.TV
ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები
  • ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები

    გუ­შინ­დე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ მომ­დევ­ნოს 27 აპ­რილს ვე­ლო­დე­ბით, მა­ნამ­დე ერთი თვეა. ამ ერთი თვის პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტი­სა და მზის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით და­გეგ­მეთ თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რათა უკეთ შეძ­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

    ვერ­ძი
    მე­ტად იქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლი, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რომ არ და­არ­ღვი­ოთ ბა­ლან­სი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი". ახლა თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - მარ­სი ტყუპ­შია. აქ­ტი­უ­რია, მო­მარ­თუ­ლია საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე. იყა­ვით მზად თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, ნუ და­არ­ღვევთ ადრე შედ­გე­ნილ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მი­მარ­თაც.

    კურო
    და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი მუ­შა­ო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას შო­რის. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ და­ა­რე­გუ­ლი­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და სა­კუ­თარ თავ­თან. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო სუ­ლი­ე­რად ნუ გა­მო­ი­ფი­ტე­ბით. გა­და­ხე­დეთ ჩვე­ვებს და ეცა­დეთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, რაც ჯან­მრთე­ლო­ბას გი­უ­ა­რე­სებთ. იზ­რუ­ნეთ ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ხან­და­ხან ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს უნდა მოს­წყდეთ და იოც­ნე­ბოთ, და­ი­სა­ხოთ მო­მავ­ლის მიზ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

    ტყუ­პი
    და­ა­ბა­ლან­სეთ პი­რა­დი გა­ტა­ცე­ბე­ბი და იმ ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­დაც ხართ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი, მი­ი­ღოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის, ჰო­ბის შეს­რუ­ლე­ბით. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, მო­უ­წყვეთ მათ გა­სარ­თო­ბი, დღე­სას­წა­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­ცა­ლეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. გა­ა­ნე­ბივ­რეთ ის რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბით, სი­ურპრი­ზე­ბი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ნუ და­ი­ვი­წყებთ, ნურც მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს.

    კირჩხი­ბი
    მე­ტად უნდა ჩა­ერ­თოთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, რო­გორც დი­ა­სახ­ლის­მა, მა­მა­სახ­ლის­მა. თუმ­ცა, ოჯა­ხი, კირჩხი­ბე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ისე­დაც პირ­ველ ად­გილ­ზეა, მაგ­რამ ამას­თან, ვერც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს მი­ი­ვი­წყებთ. ამი­ტომ, ამ ორ სფე­როს შო­რის უნდა და­იც­ვათ ბა­ლან­სი. და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სახ­ლი­დან და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. რო­გორც წესი, თქვენ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას და ახალმთვა­რე­ო­ბას კა­ლენ­დარ­ში ჩა­ხედ­ვის გა­რე­შეც გრძნობთ და ეცა­დეთ, ეს დღე­ე­ბი, პლუს/მი­ნუს 2 დღე მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­როთ.

    ლომი
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ა­რე­გუ­ლი­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენს ახლო წრეს­თან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და-ძმე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მგზავ­რო­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან რა­საც ახლა მი­ი­ღებთ, ამან შე­იძ­ლე­ბა შე­გიც­ვა­ლოთ ის წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რაც აქამ­დე გქონ­დათ, ამ სფე­რო­შიც და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი. გა­ი­აზ­რეთ რას ამ­ბობთ და ეცა­დეთ, სწო­რად გა­ი­გოს ყვე­ლამ თქვე­ნი ნათ­ქვა­მი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ.

    ქალ­წუ­ლი
    მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ნიჭი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფული მო­გი­ტა­ნოთ, ანუ ცოდ­ნის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბა უნდა შეძ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი პი­რად და პარტნი­ო­რის ფუ­ლებს შო­რის. დაკ­ვირ­ვე­ბით აწარ­მო­ეთ საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ბან­კო სექ­ტორ­თან. დრო­უ­ლად გა­და­ი­ხა­დეთ კრე­დი­ტი, გა­და­სა­ხა­დე­ბი. მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი დაკ­ვირ­დე­ბით, პარტნი­ორ­თან ერ­თად. სა­ყიდ­ლებ­ზეც ერ­თად, სიით გა­ემ­გზავ­რეთ. და­ა­ბან­დეთ ფული სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქე­და­ნაც მი­ი­ღოთ.

    სას­წო­რი
    ახლა მთვა­რე თქვენს ნი­შან­შია, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაც თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბით გე­ხე­ბათ. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ეცა­დოთ, რომ და­ი­ცა­ვათ ბა­ლან­სი თქვენ­სა და თქვენს პარტნი­ო­რებს (საქ­მი­ა­ნიც იგუ­ლის­ხმე­ბა და სა­სიყ­ვა­რუ­ლოც) შო­რის. რო­გორც წესი, იმ­დე­ნად ხართ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სხვას ასი­ა­მოვ­ნოთ, რომ სა­კუ­თა­რი თავი გა­ვი­წყდე­ბათ. იყა­ვით მე­ტად მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. შე­ი­ძი­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რამე ახა­ლი, შე­იც­ვა­ლეთ იმი­ჯი და სტი­ლი.

    მო­რი­ე­ლი
    მე­ტად ჩა­უღ­რმავ­დით სა­კუ­თარ თავს, სურ­ვი­ლებს. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და იმ საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რის, რაც პი­რად, სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ; ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­დი­ტა­ცია, შე­მოქ­მე­დე­ბა. მი­ე­ცით თავს უფ­ლე­ბა, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ოც­ნე­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ეხ­მა­რე­ბით გარ­შე­მო მყო­ფებს, ქველ­მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ფუ­ლა­დი, საგ­ნობ­რი­ვი, კე­თი­ლი სი­ტყვა ან უბ­რა­ლოდ, დახ­მა­რე­ბა რამე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის დროს.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ მო­მა­ვალ­ში, რამ უნდა მო­გი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი იდე­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი თა­ნა­მო­აზ­რებ­თან, ჯგუფ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. თუმ­ცა, ნურც ლი­დე­რის თვი­სე­ბებს და­ი­ვი­წყებთ. აგ­რეთ­ვე, და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი გარ­თო­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რის. ერ­თის გამო მე­ო­რე სფე­რო რომ არ და­გი­ზა­რალ­დეთ.

    თხის რქა
    პირ­ველ ად­გილ­ზე, რა თქმა უნდა, კა­რი­ე­რა, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნდა და­ა­ყე­ნოთ, მაგ­რამ ნურც ოჯახს და ნა­თე­სა­ვებს და­ი­ვი­წყებთ და პირ­ველ რიგ­ში დე­დას უნდა და­უთ­მოთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბი არ და­გი­ზა­რალ­დეთ. ამ ორ სფე­როს შო­რის "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" უნდა გა­მო­ნა­ხოთ. აგ­რეთ­ვე, გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის, აგა­რაკ­ზე გამ­გზავ­რე­ბის­თვის.

    მერ­წყუ­ლი
    გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენს გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. მო­გინ­დე­ბათ სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა; ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ადა­მი­ან­თებ­თან, ვინც თქვენ­გან შორს, სა­ზღვარ­გა­რე­თაა. ამას­თან, უნდა და­ა­რე­გუ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა და-ძმებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც ყო­ველ­დღე ხვდე­ბით. მი­ი­ღეთ და ის­წავ­ლეთ ის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც ახლა გჭირ­დე­ბათ და გა­მო­ი­ყე­ნებთ.

    თევ­ზე­ბი
    ის­წავ­ლეთ ფუ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. თქვე­ნი და სხვი­სი ფი­ნან­სე­ბი გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლად უნდა ხარ­ჯოთ. საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად შე­ად­გი­ნეთ ბი­უ­ჯე­ტი, ხარ­ჯი. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ვა­ლებ­თან, კრე­დი­ტებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ცოდ­ნით და­ი­წყოს ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბა შეძ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ ადრე და­ბან­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბი­დან. ახლა კი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, თუ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას აპი­რებთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    88 ნახვა
    30-03-2021, 01:16