GOGA.TV
  • აჭარული ჩირბული

    საჭირო მასალა:
    პომიდორი - 6 ცალი
    ხახვი - 6 თავი
    ნიგოზი - 200 გრამი
    კვერცხი (ქათმის) – 5 ცალი
    კვერცხი (მწყრის) – 8 ცალი
    ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
    მწვანე წიწაკა - 1 ცალი ან გემოვნებით
    ქინძი - 50 გრამი
    ოხრახუში - 40 გრამი
    კარაქი - 50 გრამი
    ზეთი - 70 გრამი
    ნიორი - 5 კბილი (ან გემოვნებით)
    სუნელები - უცხო სუნელი, ხმელი სუნელი, წითელი წიწაკა
    მარილი გემოვნებით

    მომზადების წესი:
    წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ნიორთან და ბულგარულთან ერთად, დაამატეთ სუნელები, გახეხილი პომიდორი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი, როცა წამოდუღდება, ჩაახალეთ კვერცხი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. როცა კვერცხი მოიხარშება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ორხახუში, მწვანე წიწაკა, მარილი გემოვნებით, შემდეგ წყალში გახსნილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ, ადუღეთ 2-3 წუთი და გადმოდგით გაზქურიდან. კერძი მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
    63 ნახვა
    30-03-2021, 01:23