GOGA.TV
მიტროპოლიტი სტეფანე არაქრისტიანულად და რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსივით იქცევა
  • მიტროპოლიტი სტეფანე არაქრისტიანულად და რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსივით იქცევა

    ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის ყოფილ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე არაქრისტიანულად და რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსივით იქცევა.

    "მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი. დესპოტიზმი უცხოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მღვდელმთავარი უნდა იყოს უბრალო, კანონმორჩილი და სამაგალითო. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, მეუფე სტეფანეს სახით. ხედავს, თუ რას აკეთებს, როგორ დესტრუქციულად და ანტიქრისტიანულად იქცევა მეუფე სტეფანე, მაგრამ არ იღებს ხმას, არ რეაგირებს ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს პატრიარქს," - განაცხადა პეტრე ცაავამ.
    84 ნახვა
    30-03-2021, 09:49