GOGA.TV
აპრილის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ ვინ აღმოჩნდება რომანტიკის სამყაროში
  • აპრილის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ ვინ აღმოჩნდება რომანტიკის სამყაროში

    ვერძი
    მარტოხელებისთვის: აპრილი თქვენი თვეა. თუ სამსახურის საქმეებს ცოტა ხნით გვერდით ჩააჩოჩებთ, რომანტიკის სამყაროში და სასიყვარულო თავგადასავლებში აღმოჩნდებით.

    რჩევა: თუმცა სამსახურსაც მალევე უნდა მიუბრუნდეთ, რათა დაწყებული პროექტები დაასრულოთ.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი ყურადღებითა და მზრუნველობით აგავსებთ. რომანტიკული პერიოდი სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს.

    რჩევა: შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეთ - გააჩინოთ შვილი, შეიცვალოთ სამსახური, ან მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს.


    კურო
    მარტოხელებისთვის: აირჩიეთ ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მოგწონთ და ეცადეთ, თავი მოაწონოთ. თავადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენზე იზრუნებენ, მაგრამ
    სრულ გამარჯვებამდე ჯერ შორია.

    რჩევა: პატარა გამარჯვებებიდან დიდზე უნდა გადახვიდეთ. იყავით თანმიმდევრული, არ ააჩქაროთ მოვლენები.

    დაწყვილებულებისთვის: საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო ერთმანეთისთვის.

    რჩევა: იყავით მეტად რომანტიკული, ვნებიანი. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ შინ უქმეებზე კინოთეატრი გემრიელობებით, რომანტიკული საღამოები.


    ტყუპი
    მარტოხელებისთვის: აპრილი სასიყვარულო თავგადასავლებით დაგამახსოვრებთ თავს. გაქვთ შანსი, გაიცნოთ მამაკაცი, რომელიც დაუვიწყარ საყვარელს გაჩუქებთ. მოემზადეთ სერიოზული გრძნობების გამოსაცდელად, აპრილში მიხვდებით, რომ ქარაფშუტული კავშირები სათქვენო აღარაა.

    რჩევა: შეიძლება ხანდახან სინანულით გაიხსენოთ ის დრო, როცა ნაირ-ნაირ მამაკაცებს ხვდებოდით, თუმცა, ერთ ადამიანთანაც შეიძლება სხვადასხვა ემოციის გამოცდა.

    დაწყვილებულებისთვის: გრძნობების ფეიერვერკებს ნუ ელით, მაგრამ მშვიდ, სასიყვარულო, საიმედო შეგრძნებებს ნამდვილად მიიღებთ. თუმცა, თუ მოინდომებთ და მძაფრი შეგრძნებები მოგინდებათ, შეგიძლიათ ურთიერთობები ჭურჭლის მტვრევითაც გაარკვიოთ.

    რჩევა: გახსოვდეთ, ყურადღების მიქცევა სხვა ხერხებითაც შეგიძლიათ. რომანტიკული მესიჯი, საუზმე საწოლში და ვნებიანი პაემნები...


    კირჩხიბი
    მარტოხელებისთვის: საინტერესო შეხვედრები გელით, მარამ ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია. რომანტიკული თავგადასავლები ხანგრძლივ რომანში შეიძლება არ გადაიზარდოს. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ დროის სასიამოვნოდ გატარება.

    რჩევა: ყველამ იცის, რომ კონსერვატიული ხართ და ოჯახური ღირებულებები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ... პატარა რომანი არის ცხოვრების ეპიზოდი, რომელსაც სიამოვნებით გაიხსენებთ.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან იმდენად დათბება და გატკბება გრძნობები, რომ სრულიად წაიშლება ზღვარი თქვენსა და მას შორის: თქვენ გაცვიათ მისი პერანგი, მან იცის თქვენი სოციალური ქსელების პაროლი. ეცადეთ, შეინარჩუნოთ პირადი სივრცე.

    რჩევა: მოიწყვეთ ერთმანეთისგან "განტვირთვის" დღეები. შეხვდით მეგობრებს, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს, დაკავდით ჰობით.


    ლომი
    მარტოხელებისთვის: სამსახურებრივი საქმეების გამო პირადი ცხოვრება სადღაც კუთხეში გყავთ მიკუჭული. ამის გამო შეიძლება გააბათ სასიყვარულო მიმოწერა ან რომანტიკული ზარებით შემოიფარგლოთ.

    რჩევა: ვირტუალური ურთიერთობა სასიამოვნოდ გაგართობთ, მაგრამ ნამდვილი თავგადასავალი მხოლოდ ოფლაინ გელოდებათ.

    დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული აპრილი გელით, თუ მწარე გამონათქვამებით და შეუფერებელი ქცევით არ გააფუჭებთ. ძალიან ძვირი დაგიჯდებათ საყვარელი ადამიანის შემორიგება.

    რჩევა: იყავით მაქსიმალურად ერთგული და გულწრფელი. ეს დაგეხმარებათ, დრამატული სცენების თავიდან აცილებას.


    ქალწული
    მარტოხელებისთვის: სრულიად განსხვავებული ტიპაჟი მიიქცევს თქვენს ყურადღებას. და თავადაც გაოგნებული აღმოჩნდებით, არ გეცოდინებათ, როგორ მოექცეთ მას.

    რჩევა: დაივიწყეთ ძველი შაბლონები და იმპროვიზაციას მიმართეთ.

    დაწყვილებულებისთვის: კი ნუ გაწყვიტავთ არსებულ კავშირს, არამედ გაერკვიეთ სირთულეებში, პრეტენზიებში და ეცადეთ, გააუმჯობესოთ.

    რჩევა: ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი. უსიამოვნებების დრო მალე გაივლის და შვებით ამოისუნთქავთ.


    სასწორი
    მარტოხელებისთვის: უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, რაც პირად ცხოვრებას დაგავიწყებთ. სხვათა შორის, შეიძლება საქმიანი შეხვედრის დროს გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანს გააბამთ.

    რჩევა: ნუ აჩქარდებით, დატკბით მოვლენების თანმიმდევრული განვითარებით.

    დაწყვილებულებისთვის: ძალიან რბილი და დამთმობი ხართ და საყვარელი ადამიანი სარგებლობს თქვენი კეთილი გულით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან ბრჭყალებიც უნდა გამოაჩინოთ, თქვენს აზრს რომ პატივი სცენ.

    რჩევა: ნუ მალავთ გრძნობებს და თქვით, რაც არ მოგწონთ. და კიდევ ისწავლეთ "არას!" თქმა, როცა რაღაც ან არ მოგწონთ, ან არ გინდათ გაკეთება.


    მორიელი
    მარტოხელებისთვის: თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი წარსულიდან. დაფიქრდით, ახალ რომანს ძველ იმედგაცრუებაზე ააგებთ?..

    რჩევა: ხმაურიან განცხადებებს ნუ გააკეთებთ. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

    დაწყვილებულებისთვის: აპრილი ცვლილებების დროა. ან რაღაც უნდა შეცვალოთ ურთიერთობაში, ან გაწყვიტოთ კავშირი.

    რჩევა: ყველაფერი თქვენზე და თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული, თუ გსურთ, შეინარჩუნებთ კავშირს. თუ არა - არა.


    მშვილდოსანი
    მარტოხელებისთვის: ფლირტის, რომანტიკის თვე დაგიდგათ. საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხართ, და არც არაფერის შეცვლა არ გსურთ. მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავთ და ერთ-ერთი ნამდვილად აგიჩქროლებთ გულს.

    რჩევა: როცა ნამდვილად შეგიყვარდებათ, მიხვდებით, როგორ გაკლდათ ის შეგრძნება, როცა "მუცელში პეპლები" დაფრინავდენ.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის გვერდით მყოფი საერთოდ არ ფიქრობთ გარე სამყაროზე. ეცადეთ, ხელი არ მოკიდოთ საპასუხისმგებლო და სასწრაფო პროექტებს, შეცდომები რომ არ დაუშვათ.

    რჩევა: მცირეხნიანი შვებულება არ გაწყენთ. რომანტიკული საღამოები და შამპანური - საუზმეზე.


    თხის რქა
    მარტოხელებისთვის: ახალი რომანტიკული შეხვედრა და სასიყვარულო თავგადასავალი თქვენნაირ კონსერვატიულ ქალბატონსაც კი ააფორიაქებს. იმ ერთადერთსა და განუმეორებელს მაშინ შეხვდებით, როცა ყველაზე ნაკლებად ელით.

    რჩევა: ნურაფერს დაპირდებით მას, ვისთანაც ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებთ.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული, მშვიდი, თბილი ურთიერთობა გაქვთ. მზრუნველები და ყურადღებიანები ხართ ერთმანეთის მიმართ.

    რჩევა: ურთიერთობა ერთფეროვანი რომ არ გახდეს, შეიცვალეთ გარემო - მოიწყვეთ პატარა მოგზაურობა.


    მერწყული
    მარტოხელებისთვის: რომანტიკულ გრძნობებს ხართ აყოლილი და შეიძლება სრულიად შეუფერებელ ადამიანთანაც კი გააბათ რომანი.

    რჩევა: რომანი შეიძლება იყოს ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი. რაც მთავარია, გულს არავინ გატკენთ, რადგან პროფესიონალ ალფონსაც კი ჯობნით.

    დაწყვილებულებისთვის: მოსალოდნელია კამათი, რადგან უამრავი პრობლემა დაგიგროვდათ. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ უსიამოვნებები.

    რჩევა: მცირეხნიანი პაუზა და საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევა არ გაწყენთ. გამონახეთ დრო, რომ მეტად გალამაზდეთ, გამოჯანმრთელდეთ.


    თევზები
    მარტოხელებისთვის: აპრილში ყურადღებს ცენტრში აღმოჩნდებით. მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდება რომანტიკულში იმ ადამიანის ყურადღებასაც კი მიიქცევთ, ვინც აქამდე გულგრილად გიყურებდათ.

    რჩევა: რაღაც ახალი, განსხვავებული უნდა მოსინჯოთ, რაც ახალ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ; ჩაეწერეთ სალსას წრეზე ან ჩინური ენის სწავლა დაიწყეთ.

    დაწყვილებულებისთვის: აპრილში გაქვთ შანსი, რომ კარდინალურად შეიცვალოთ ცხოვრება. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის კარიერული მწვერვალი თუ სულიერი კომფორტი.

    რჩევა: რჩევა ჰკითხეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. თქვენი ცვლილებები მასაც შეეხება.

    წყარო: marao.ge
    97 ნახვა
    31-03-2021, 23:38