GOGA.TV
ქოლერიკი, სანგვინიკი თუ მელანქოლიკი - თქვენი ფსიქოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ქოლერიკი, სანგვინიკი თუ მელანქოლიკი - თქვენი ფსიქოტიპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    რომ ას­ტრო­ლო­გია და ფსი­ქო­ლო­გია ერ­თმა­ნეთ­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს მდგო­მი დარ­გე­ბია. და­სავ­ლეთ­ში ას­ტრო­ლო­გი­ას ფსი­ქო­ლო­გი­ის "უმ­ცროს და­საც" კი უწო­დე­ბენ. ას­ტრო­ლო­გო­უ­რად თორ­მე­ტი ნი­შა­ნი და თორ­მე­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფსი­ქო­ტი­პი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იმის მი­ხედ­ვით შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნიშ­ნის გავ­ლე­ნით და­ი­ბად­ნენ. თუმ­ცა­ღა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლი ახ­სნაც მო­ე­ძებ­ნე­ბა ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით

    ასე მა­გა­ლი­თად, ვერ­ძე­ბი – ცვა­ლე­ბა­დი ქო­ლე­რი­კე­ბი არი­ან. მათი ხა­სი­ა­თი ძი­რი­თა­დად ოპ­ტი­მის­ტუ­რია, თუმ­ცა­ღა ახა­სი­ა­თებთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფეთ­ქე­ბა­დო­ბა და უმარ­თა­ვი ემო­ცია.

    კუ­რო­ე­ბი – ინ­ტრო­ვერ­ტი მე­ლან­ქო­ლი­კე­ბი არი­ან. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას გარ­კვე­უ­ლი "სო­ცი­ო­ფო­ბია" ახა­სი­ა­თებს. კუ­როს უყ­ვარს სიმ­ყუდ­რო­ვე, ვიწ­რო წრე­ში ყოფ­ნა და მიდ­რე­კი­ლია პე­რი­ო­დუ­ლად მე­ლან­ქო­ლი­ურ-რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის­კენ.

    ტყუ­პი – ინ­ტრო­ვერ­ტი-სან­გვი­ნი­კე­ბი არი­ან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ ხალ­ხის მხი­ა­რუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა მათ გა­აჩ­ნი­ათ პე­რი­ო­დუ­ლი გან­მარ­ტო­ე­ბის, სი­ცი­ვის და სა­კუ­თარ თავ­თან "ბა­ა­სის" მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

    კირჩხი­ბი – ლი­რი­კუ­ლი-ფლეგ­მა­ტი­კია. სენ­სი­ტი­უ­რი, ემო­ცი­უ­რი და პე­რი­ო­დუ­ლად სა­შინ­ლად წუ­წუ­ნა. ზოგ­ჯერ გან­გებ ირ­გებს "წა­მე­ბუ­ლის როლს", მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ მო­ე­ფე­რონ, თავ­ზე ხელი გა­და­უს­ვან და უთხრან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

    ლო­მე­ბი – ექ­სტრა­ვერ­ტი-ქო­ლე­რი­კე­ბი არი­ან. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მუდ­მი­ვი დე­მონ­სტრი­რე­ბა გა­უ­წი­ონ სა­კუ­თარ ვი­ზუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, გო­ნე­ბას, გა­ნათ­ლე­ბას, ქო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ა.შ. თუმ­ცა, ლომ­საც ვერ­ძის მსგავ­სად, ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი გა­აჩ­ნია და ემო­ცი­უ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს.

    ქალ­წუ­ლე­ბი – პო­ზი­ტი­უ­რი მე­ლან­ქო­ლი­კე­ბი არი­ან. მათ ხა­სი­ათ­ში ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბა სკეპ­ტი­ციზ­მი და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბაა, თუმ­ცა ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ქალ­წუ­ლი სხვებ­ზე ზრუნ­ვის ჩვე­უ­ლე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახ­დენს.

    სას­წო­რე­ბი – მშვი­დი სან­გვი­ნი­კე­ბი არი­ან. ამ ხალ­ხის ბუ­ნე­ბა მო­მარ­თუ­ლია პო­ზი­ტი­ვის ძი­ე­ბის­კენ. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხა­სი­ა­თი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მიდ­გო­მა სხვე­ბის მი­მართ და ზო­მი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი.

    მო­რი­ე­ლე­ბი – ფეთ­ქე­ბა­დი ფლეგ­მა­ტი­კე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს არის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და ძნე­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ფსი­ქო­ტი­პი. იგი ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, გულ­გრი­ლი და არა­კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ჩანს. თუმ­ცა, მისი გა­რეგ­ნუ­ლი იმი­ჯი ხში­რად სა­ო­ცარ ემო­ცი­ებ­სა და ტემ­პე­რა­მენტს ფა­რავს, რო­მელ­საც იგი აგ­რე­სი­ის შე­მო­ტე­ვი­სას უშ­ვებს გა­რეთ.

    მშვილ­დო­სა­ნი – გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ქო­ლე­რი­კია. ცე­ცხლის ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ცე­ცხლია. მას აქვს უნა­რი სა­კუ­თარ ცე­ცხლო­ვან ტემ­პე­რა­მენტს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ბუ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აჯო­ბოს და და­ბა­ლან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

    თხის რქა – მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ინ­ტრო­ვერ­ტია. სა­ტურ­ნუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი ზო­გა­დად გარ­კვე­უ­ლი დეპ­რე­სი­ის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. თხის რქებს ცხოვ­რე­ბა ხში­რად ეჩ­ვე­ნე­ბათ ნაც­რის­ფრად, თუმ­ცა­ღა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ტან­ჯვა­სა და იზო­ლა­ცი­ა­შიც შე­უძ­ლია იპო­ვოს გარ­კვე­უ­ლი აზრი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა.

    მერ­წყუ­ლი – ლი­რი­კუ­ლი სან­გვი­ნი­კია. მერ­წყუ­ლის ნიჭი და ჰუ­მა­ნიზ­მი მთელ კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე ვრცელ­დე­ბა. იგი მზა­დაა ყვე­ლას გა­უ­წო­დოს დახ­მა­რე­ბის ხელი ვინც მის­გან შვე­ლას ითხოვს. თუმ­ცა, თა­ვად მას სა­კუ­თა­რი სევ­და­ნა­რე­ვი მარ­ტო­ო­ბა ურ­ჩევ­ნია.

    თევ­ზე­ბი – ინ­ტრო­ვერ­ტი-ფლეგ­მა­ტი­კე­ბი არი­ან. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ახა­სი­ა­თებს გარ­კვე­უ­ლი ასო­ცი­ა­ლუ­რო­ბა. სენ­სი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    67 ნახვა
    2-04-2021, 23:45