GOGA.TV
ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლის ტყუილები გამოააშკარავეს
  • ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლის ტყუილები გამოააშკარავეს

    "ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლის ტყუილები გამოააშკარავეს" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "დეილი მეილი" აქვეყნებს.

    გამოცემასთან პრინცესა დიანას ბიოგრაფმა ისაუბრა, რომლის მტკიცებითაც მარკლის განცხადებები იმის შესახებ, რომ მას სასახლიდან არ უშვებდნენ და დიდ ბრიტანეთში ყოფნისას პასპორტი და მართვის მოწმობა წაართვეს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

    პრინცესა დიანას ბიოგრაფის თქმით, მარკლი სამეფო ოჯახში ყოფნის დროს შეზღუდული არ ყოფილა და მეგობრებთან ერთადაც არაერთხელ ნახეს რესტორნებში.
    165 ნახვა
    3-04-2021, 10:41