GOGA.TV
გურამ დოჩანაშვილის სურვილით მას შვილის საფლავთან, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
  • გურამ დოჩანაშვილის სურვილით მას შვილის საფლავთან, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

    გურამ დოჩანაშვილის სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის მისი შვილის საფლავთან, საბურთალოს სასაფლაოზე დაეკრძალათ. "კურიერის" ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. დღეს კი ოჯახმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

    გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.
    მწერლის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

    გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, მწერალი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა.
    გურამ დოჩანაშვილის სურვილით მას შვილის საფლავთან, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
    53 ნახვა
    4-04-2021, 13:27