GOGA.TV
"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევს ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე
  • "ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევს ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

    ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეებისა და თვეების განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს:

    "მერკური თევზებიდან ვერძში გადავიდა და 19 აპრილამდე აქ დარჩება. მოგეხსენებათ, მზეც იქაა და ვენერაც (შეერთებულები არიან). ჰოდა, ნამეტანი ვერძული ხასიათები გვექნება და საუბრებიც შესაძლოა აგრესიული გამოგვივიდეს. მეტადრე, თევზებში მერკურის ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებს რომ აღმოვაჩენთ, ჩვენსას თუ სხვისას - სწორედ, მაშინ. ეს კი სადღაც 6 აპრილს იქნება ყველაზე მოსალოდნელი, როდესაც მერკურს არცერთ პლანეტასთან არ ექნება ასპექტი. და მერე კიდევ აპრილის მეორე ნახევრიდან, (15-19 რიცხვები) პლუტონთან და მარსთან რომ მოვა კავშირში - მაშინაც.

    ისე, სხვა დღეებში ძირითადად ჰარმონიული ასპექტები აქვს და მთელი ჩვენი საუბრები უბრალოდ აქტიური და შემართებული იქნება. აგრესიული ნაკლებად, თუმცა, მანდ უკვე პირადი ტრანზიტებიც გასათვალისწინებელია... მოდით ესეც ვთქვათ - საკმაოდ დაძაბულ პერიოდს გადის სამყარო, და ეს არც გუშინ დაწყებულა, არც გუშინწინ და მერკური ვერძის ბრალი სულ არ იქნება. ამიტომ გასაგებია, რომ ნერვები ყველას წკიპზე აქვს. ჰოდა, მოდით ცოტა მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს....

    აპრილის თვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონურ ასპექტად მარსისა და ნეპტუნის კვადრატი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც დღეს, 1 აპრილს ჩაირთო და 18 რიცხვის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა პიკი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან თარიღზე - 9 აპრილს მოუწევს. კვადრატურები ნეგატიური გამოვლინების, დაძაბულ ასპექტებად ითვლებიან და ცხადია, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. ის გვაიძულებს ჩვენი ქმედებები რაღაც ფარული, შემოვლითი გზებით განვახორციელოთ. პირდაპირი აქტივობა ამ პერიოდში არ ჭრის. აქ შესაძლოა წამოიჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ილუზიები, გადასაჭრელი საქმის, პერსპექტივის არასწორი შეფასება, რაც შემდგომში აუცილებლად გამომჟღავნდება, თუმცა დაშვებული შეცდომების გამოსწორება შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.

    ასეთ დროს კიდევ უფრო არასასურველია არაფხიზელ გონებაზე, ალკოჰოლის თუ სხვა გამაბრუებელი საშალებების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები. ახლა არაა დრო რაღაც ეიფორიული შეგრძნებების ძიების, მათ შორის არც სასიყვარულო სფეროში, - თქვენი ავანტიურა, ღალატი და სიცრუე ძალიან მალე გამომჟღავნდება. მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია უსათუოდ გაჟონავს. ამიტომ "სტოპ". უამისოდაც კი შესაძლოა ცილისწამებები და ჭორები, ნუ გაირთულებთ საქმეს უარესად.

    არასასურველი პერიოდია ჰოსპიტალიზაციისა და გეგმიური ქირურგიული ჩარევებისათვის, სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების მიღებისას, მკაცრად აკონტროლეთ დოზები. ასევე აკონტროლეთ მოჭარბებული ემოციები, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ ახლა ლოგიკურ აზროვნებაში ხელის შეშლა.

    ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ასპექტის დასაბალანსებლად ეცადეთ გადაიტანოთ ეს ყველაფერი შემოქმედებით არხში, ხატოთ, წეროთ, მუსიკას უსმინოთ, შექმნათ რაიმე... ასევე ძალიან შეგეშველებათ თვითჩაღრმავება, ლოცვა, მედიტაციები. გადით ბუნებაში, ოღონდ ეცადეთ არ გაცივდეთ, რადგან ეს ასპექტი ამ მიმართულებითაც მუშაობს...

    ყველა ჩვენთვის ცნობილი პლანეტა წინსვლით მოძრაობს. 24 აპრილის ჩათვლით ასე იქნება. მერე კი ყველაზე ნელა მოძრავი პლუტონი ჯერ სტაციონარული გახდება (ანუ მთლად დააგდებს სიჩქარეს და ცაზე "ჩამოკიდებულ-გაჩერებულის" ილუზიას შექმნის). შემდეგ კი, მაისის პირველი რიცხვებიდან უკუსვლითი გახდება. მაისშივე უკუსვლას დაიწყებს სატურნიც, ივნისის დასწყისში მერკური გადავა რეტრო ფაზაში, თვის ბოლოსკენ იუპიტერიც და ნეპტუნიც გარეტროვდებიან, და 23 ივნისის მდგომარეობით ცაზე 5 მიმართულება შეცვლილი პლანეტა გვექნება. ზოგი სტაციონარულ მდგომარეობაში, ზოგიც უკუსვლით ფაზაში.

    რაზე მიგვანიშნებს ამდენი პლანეტის ერთდროული უკუსვლა და გაშეშება?

    იმაზე ხომ არა, რომ წარსულ თემებთან ხელახლა მოგვიწევს მიბრუნება? რაღაც საკითხები, რომლებიც გვეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ, აღმოჩნდება, რომ ბოლომდე არ ამოწურულან და დღის წესრიგში ისევ დადგება მათთან მიბრუნების აუცილებლობა. განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი რასაკვირველია 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით იქნება - ე. წ. დაბნელებების დერეფანის დროს. მაგრამ მანამდეც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ რეტროგრადულობის კონცერტის დირიჟორი - პლუტონი გამოვა სცენაზე (ანუ 24-27 აპრილიდან) ნელ-ნელა დაიწყება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ხელახალი მიტრიალება. და უკვე დაბნელებების დერეფანში შესვლის შემდგომ 24 მაისს, ურანისა და რეტრო სატურნის კვადრატის ფონზე, იქნება პიკი. რისი პიკი? საკითხები, რომლებიც მაშინ წამოიჭრება, არ იქნება ახალი, არც მასში მონაწილე ფიგურები იქნებიან ახალი ადამიანები, რეტროგრადულობის პერიოდში ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია. მაგრამ შესაძლოა ძველი და კარგად დავიწყებული გზების ახლებურად გამოყენების თემა გაჟღერდეს. იმისათვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს და ქვეყანა როგორმე გამოვიდეს კრიზისიდან, ახლა ეს ნაბიჯები სწორი და ადექვატური იქნება. შემდეგ უკვე სხვა რაღაცებიც გამოჩნდება. მთავარია, რომ ყინული დაიძრას. ოღონდ ისე, რომ წყალქვეშ არ ავღმოჩნდეთ. მოკლედ, ბეწვის ხიდზე მოუწევს ვიღაცეებს გავლა".

    წყარო: intermedia.ge
    73 ნახვა
    5-04-2021, 00:30