GOGA.TV
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა
  • ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა

    ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. თუმცა, ადვოკატის ვარაუდით, სასამართლო სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს.

    ნიკა მელიას უფლებადამცველის თქმითვე, სასამართლოს 17 აპრილამდე აქვს დრო, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელოს.

    სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
    50 ნახვა
    5-04-2021, 09:01