GOGA.TV
  • ოპოზიციონერ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ

    ოპოზიციონერ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ. ფანგანი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს რამდენიმე თვის წინ თავზე ნაგავი დააყარა.

    დაშავებული ინციდენტს საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და ბათუმში მომხდარ ფაქტს უკავშირებს. ირაკლი ფანგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც კვლევების ჩატარების შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე, გაეწერა.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. აქტივისტი გვიან ღამით გამოკითხვაზე პოლიციაშიც იმყოფებოდა.
    73 ნახვა
    5-04-2021, 09:09