GOGA.TV
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს
  • საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს

    IRI-ის კვლევებს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, გამოქვეყნებული მონაცემები მათ გეგმებს ვერ შეცვლის და კვლავ პროტესტის რეჟიმში გააგრძელებენ ყოფნას. უცვლელი რჩება მათი გეგმები აქციებთან დაკავშირებით.

    "ოპოზიციის ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას ბოლომდე ვერ გამოხატავს, იმიტომ, რომ რეპრესიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის ეშინიათ. მიუხედავად ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოება მაინც პოლარიზებულია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

    ასევე, ოპოზიციაში არ უკვირთ ადამიანების განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პარლამენტში შესული ოპოზიციის იმედი უფრო ჰქონდათ, რადგან იქ გაცილებით მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.

    "ბუნებრივია, ხალხს აქვს განცდა, რომ პარლამენტში რომ შევსულიყავით, გაცილებით მეტს გავაკეთებდით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა სწორია,"- ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე.

    IRI - გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

    "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს.

    როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.
    48 ნახვა
    6-04-2021, 11:07