GOGA.TV
როგორ მივხვდეთ, რომ მართლა ვუყვარვართ მამაკაცს - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როგორ მივხვდეთ, რომ მართლა ვუყვარვართ მამაკაცს - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ამ­ბო­ბენ, "ქა­ლებს ყუ­რე­ბით უყ­ვარ­თო". შე­სა­ბა­მი­სად, იმის მიხ­ვედ­რას და გა­მოც­ნო­ბას, თუ რას ფიქ­რობს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი მა­მა­კა­ცი ქა­ლის მი­მართ, არა­ერ­თი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­უგ­დია სა­გო­ნე­ბელ­ში... კა­ცე­ბის დიდ ნა­წილს, ხომ ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი ნაკ­ლე­ბად ეხა­ლი­სე­ბა და არც შე­უძ­ლია. მო­დით, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად და­ვად­გი­ნოთ რო­დის არის სა­ხე­ზე რე­ა­ლუ­რი "სიმპტო­მე­ბი" იმი­სა, რომ მა­მა­კაცს უყ­ვარ­ხართ:

    ვერ­ძი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა ხში­რად გე­ჩხუ­ბე­ბათ და ცდი­ლობს კა­მათ­ში გა­მო­გიწ­ვი­ოთ, გა­მუდ­მე­ბით უკან დაგ­დევთ და დღე­ში რვა­ჯერ გი­რე­კავთ, ზღაპ­რუ­ლი ჯი­ნი­ვით ჩნდე­ბა ყვე­ლა იმ ად­გი­ლას, სა­დაც თქვენ გა­და­ად­გილ­დე­ბით და მოძ­რა­ობთ.

    კურო - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა თქვენ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავს მის­თვის მო­სა­წო­ნი სახ­ლის დი­ზა­ინს, არ­ჩევს ლან­დშაფ­ტის რა­კურსსა და ხე­დებს. გი­ზი­ა­რებთ სა­კუ­თარ კუ­ლი­ნა­რი­ულ სიმ­პა­თი­ებს.

    ტყუ­პი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა სურ­ვი­ლი აქვს გა­მუდ­მე­ბით გე­ლა­პა­რა­კოთ. მას ზო­გა­და­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ობი­ექ­ტებს ხში­რად იც­ვლის. თუკი უყ­ვარ­ხართ, ყო­ველ­თვის მო­ნა­ხავს თე­მას თქვენ­თან სა­მას­ლა­ა­თოდ.

    კირჩხი­ბი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა ზუს­ტად იცის ყა­ვა­ში რამ­დენ კოვზ შა­ქარს იყ­რით, ზღვის პრო­დუქ­ტებ­ზე გაქვთ ალერ­გია, თუ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ხართ.

    ლომი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა თქვენ­თან სურს დღის ბო­ლოს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის მო­ყო­ლა-გან­ხილ­ვა, თავს იწო­ნებს მიღ­წე­ვე­ბით და გი­ზი­ა­რებთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს.

    ქალ­წუ­ლი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა სურ­ვი­ლი აქვს და არ ეზა­რე­ბა მო­გი­ა­როთ გა­ცი­ვე­ბის დროს. ძა­ა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ, თუკი თა­ვის პი­ჟა­მოს ან სვი­ტერს გა­თხო­ვებთ დრო­ე­ბით.

    სას­წო­რი - უყ­ვარ­ხართ თუკი სურ­ვი­ლი აქვს თქვენ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ი­წო­ნოს თავი. მით უმე­ტეს თუკი ხში­რად იჩენს ინი­ცი­ა­ტი­ვას შეგ­მო­სოთ მისი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

    მო­რი­ე­ლი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ თუკი გა­მუდ­მე­ბით "გწამ­ლავთ" ცი­ნი­კუ­რი შე­ნიშ­ვნე­ბი­თა და და­კი­თხვებს გი­წყობთ დღის ბო­ლოს სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს. მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი და ტან­ჯვა სი­ნო­ნი­მე­ბია.

    მშვილ­დო­სა­ნი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა დი­ლი­დან­ვე გე­ლა­პა­რა­კოთ და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გად­მო­გი­ლა­გოთ (და­წყე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის წლე­ბით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით). ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ, თუკი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის დრო­საც კი სურს მას­თან ერ­თად იყოთ ან ავ­ტო­მო­ბილ­ში ელო­დე­ბო­დეთ მშვი­დად.

    თხის რქა - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, თუკი თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბით, დის-ძმის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მიღ­წე­ვე­ბით და გა­ნათ­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. არა­ნაკ­ლებ და­ა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბიც.

    მერ­წყუ­ლი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, როცა უცებ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ აქამ­დე თქვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა მისი მხრი­დან გულ­გრი­ლო­ბით შე­იც­ვა­ლა... მას დრო სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რულ­თან შე­სა­გუ­ებ­ლად და იმის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, რომ ამი­ე­რი­დან მხო­ლოდ თქვე­ნით უნდა შე­მო­ი­ფარ­გლოს.

    თევ­ზე­ბი - უყ­ვარ­ხართ მა­შინ, თუკი თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით გა­მუდ­მე­ბით უკა­ვია ხელ­ში ჭიქა რა­ი­მე მა­გა­რი სას­მე­ლით სავ­სე, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ლუ­დის ბოთ­ლი. სი­თა­მა­მე არ ჰყოფ­ნის სიყ­ვა­რულს თვა­ლი გა­უს­წო­როს ფხი­ზელ­მა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    98 ნახვა
    8-04-2021, 00:48