GOGA.TV
  • სააღდგომო კულიჩი

    2ს.კ. საფუარს დავაყაროთ 2ს.კ შაქარი დავასხათ 1ლ.თბილი რძე. ცალკე ავთქვიფოთ 8 კვერცხი + 2 ჭიქა შაქარი. შემდეგ შეურიოთ ერთმანეთს და დავტოვოთ მთელი ღამე 12 საათი თავსახურის გარეშე. დილით ამ მასას დავუმატოთ 3 ჭიქა შაქარი თითო ჩ. კ. ილი, დარიჩინი, მუსკატი, მარილი.
    ლიმონის ზეთი ან 1 ლიმონის ცედრა და წვენი. 600 გრ კარაქი 2,5 კგ. ფქვილი. ცომი როცა ამოფუვდება გადმოვიღოთ თასში და დავუმატოთ 200 გრ. ქიშმიში. გადავიტანოთ ფორმებში როდესაც ამოფუვდება შევდგათ 170° გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში.
    74 ნახვა
    8-04-2021, 00:55