GOGA.TV
ინციდენტის მერე მისის მსოფლიო დააკავეს
  • ინციდენტის მერე მისის მსოფლიო დააკავეს

    შრი-ლანკის პოლიციამ მოქმედი "მისის მსოფლიო" - კეროლაინ ჯური დააკავა, მას შემდეგ, რაც მან "მისის შრი-ლანკას" კონკურსში გამარჯვებულ ქალს, პუშპიკა დე სილვას გვირგვინი თავიდან სცენაზევე მოგლიჯა. შედეგად დე სილვამ თავზე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    ინციდენტი კვირას მოხდა, მას შემდეგ, რაც ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებული გამოაცხადა. ჯური სცენაზე აიჭრა, გამარჯვებულს გვირგვინი თავიდან მოხსნა და მეორე ადგილზე გასულ ქალს დაადგა თავზე. მიზეზად კი განაცხადა, რომ დე სილვა ვერ გახდებოდა "მისის შრი-ლანკა", რადგან ის ქმართან დაშორებული იყო.

    მოგვიანებით გაირკვა, რომ დე სილვა ქმართან ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურად დაშორებულები არ არიან.

    დე სილვამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ კლინიკას მიმართა, რადგან გვირგვინის თავიდან მოხსნისას ჯურიმ მას დაზიანებები მიაყენა.

    პოლიციამ, "მის მსოფლიოსთან" ერთად, კიდევ ერთი მოდელი ჩულა პადმენდრა დააკავა, რომელიც სცენაზე მომხდარ ინციდენტში იყო ჩართული.
    112 ნახვა
    8-04-2021, 11:15