GOGA.TV
  • 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

    დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. პარლამენტის წინ შეკრებილები არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები. მემორიალი სიმბოლურად წითელი ტიტებით და გვირგვინებით არის შემკული.

    მემორიალთან მივიდნენ საქართველოს მთავრობის წევრები. გარდაცვლილებს პატივი მიაგო აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც.

    მემორიალთან გვირგვინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელითაც მიიტანეს, რომელიც, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
    182 ნახვა
    9-04-2021, 02:17