GOGA.TV
როგორ ვეფლირტაოთ სწორად ზოდიაქოს ნიშნებს, რომ "ანკესზე წამოვაგოთ"
  • როგორ ვეფლირტაოთ სწორად ზოდიაქოს ნიშნებს, რომ "ანკესზე წამოვაგოთ"

    ფლირ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მელ­საც უნდა და­ე­უფ­ლოთ. ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით, სწო­რად გა­უშ­ვათ სიგ­ნა­ლე­ბი და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ი­ღოთ.
    თევ­ზე­ბი
    თევ­ზებ­თან ფლირ­ტი­სას ხაზი გა­უს­ვით თქვენს უარ­ყო­ფით მხა­რეს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აფრ­თხო­ბენ და იმათ ეკედ­ლე­ბი­ან, ვინც კომ­პლექ­სებს არ გა­უ­ჩენს. მა­გა­ლი­თად, აღ­ნიშ­ნეთ, რომ ყო­ველ­თვის ყველ­გან აგ­ვი­ა­ნებთ ან საკ­მა­ოდ გულ­მა­ვი­წყი ხართ და მო­უ­ყე­ვით, რო­გორ დაგ­რჩათ ერთხელ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბუ­თე­ბი სახ­ლში, ან და­კარ­გეთ გა­სა­ღე­ბი და ღა­მის ქუ­ჩა­ში გა­თე­ნე­ბამ მო­გი­წი­ათ.

    მერ­წყუ­ლი
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ფლირ­ტშიც უც­ნა­უ­რი ტექ­ნი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­გი­წევთ. მა­გა­ლი­თად, შეს­თა­ვა­ზეთ ზამ­თარ­ში ერ­თად ბა­ნა­ო­ბა ტბა­ში ან მდი­ნა­რე­ში;
    და­უს­ვით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­კი­თხვე­ბი: "რას იზამ­დი, ერთ დღეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს წი­ნამ­ძღო­ლად რომ აერ­ჩიე და მარსზე წა­ეყ­ვა­ნე სა­ცხოვ­რებ­ლად?" მერ­წყულ­თან ფლირ­ტი მე­გობ­რო­ბას უნდა ჰგავ­დეს.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ფლირ­ტი­სას თავი შე­ი­კა­ვეთ მისი წარ­სუ­ლის გა­მოკ­ვლე­ვის­გან, მა­ინც არა­ფერს მო­გიყ­ვე­ბათ. ნუ ეც­დე­ბით სენ­ტი­მენ­ტე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოთ მას­ში. უხე­შად გე­ტყვით, "ფე­ხებ­ზე ჰკი­დია" ვინ მო­გა­ტო­ვათ და რა­ტომ. არც სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი და­უს­ვათ, თუ გსურთ, რომ დი­ა­ლო­გი ფი­ას­კო­თი არ დას­რულ­დეს.

    ვერ­ძი
    ესა­უბ­რეთ ლა­კო­ნი­უ­რად, მარ­ტი­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბით, მო­ე­რი­დეთ ფრთი­ან ფრა­ზებს, თო­რემ მის თვალ­ში სა­სა­ცი­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბით. არ და­ი­წყოთ თა­ვის ქება და ნუ გა­მო­ავ­ლენთ ნარ­ცი­სიზმს. რო­დე­საც ვერ­ძი სა­კუ­თარ თავ­ზე რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს გი­ამ­ბობთ, აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტეთ გა­ო­ცე­ბა. ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მა­თით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. აზი­დეთ წარ­ბე­ბი. ფლირ­ტი­სას ხში­რად ცვა­ლეთ მი­მი­კა, რომ ვერძს თქვე­ნი ცქე­რა არ მოს­წყინ­დეს.

    კურო
    ფლირ­ტი­სას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­ხეთ ხოლ­მე ნა­ზად მკლავ­ზე, მტე­ვან­ზე ან ბეჭზე. კუ­როს მოს­წონს თვა­ლის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა. ნუ აა­რი­დებთ მზე­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თქვენ მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს. მას ღრმად უნდა სჯე­რო­დეს, რომ ყუ­რა­დღე­ბით უს­მენთ.

    ტყუ­პი
    რო­გორც კი ტყუ­პთან ფლირ­ტი­სას სა­სა­უბ­რო თემა გა­მო­გე­ლე­ვათ და ერთ წუთ­ზე დიდ­ხანს იფიქ­რებთ, ახლა რაღა ვუ­თხა­რო, ეს ნი­შა­ნი რა­ი­მეს მო­ი­მი­ზე­ზებს და გა­გექ­ცე­ვათ, უკან კი აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა. ტყუპ­ზე ნა­დი­რო­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლია, რად­გან მას მარ­ტი­ვად ბეზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, დი­ა­ლო­გე­ბი... ფლირ­ტი­სას კო­რექ­ტუ­ლად იხუმ­რეთ და ხში­რად გა­ა­ცი­ნეთ, მას უნდა სჯე­რო­დეს, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ანს წა­ა­წყდა, რო­მელ­თა­ნაც არას­დროს მო­ი­წყენს.

    კირჩხი­ბი
    თუ მა­მა­კა­ცი ხართ, კირჩხიბ­თან გა­ლან­ტუ­რო­ბა და თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ. არ და­გა­ვი­წყდეთ მის­თვის კა­რის გა­ღე­ბა, ხში­რად ჰკი­თხეთ ხომ არ სცი­ვა, შია ან სწყუ­რია. კირჩხი­ბი ქალი სა­ი­მე­დო პარტნი­ორს ეძებს, რო­მე­ლიც მას­ზე იზ­რუ­ნებს. სწო­რედ ამით მო­ხიბ­ლავთ და არა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კომ­პლი­მენ­ტე­ბით ან გაც­ვე­თი­ლი სი­ტყვე­ბით. არ და­გა­ვი­წყდეთ მისი და­პა­ტი­ჟე­ბა გემ­რი­ელ კერძზე. თუ კირჩხიბ მა­მა­კაცს ეფ­ლირ­ტა­ვე­ბით, თავს უნდა ჰკი­თხოთ "რა მსურს მის­გან?" თუ მას­თან ზე­და­პი­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­დათ, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბამ­დე არას­დროს მივა, შე­გიძ­ლით "ცუდი გოგო" იყოთ. გა­მო­იწ­ვი­ეთ და მას­ში სურ­ვი­ლი გა­აღ­ვი­ვეთ. თვა­ლე­ბით "შე­ჭა­მეთ", ქვე­ტექ­სტე­ბით ელა­პა­რა­კეთ და მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რად ცეკ­ვა სცა­დეთ, მაგ­რამ, თუ მო­მა­ვალ პარტნი­ო­რად აღიქ­ვამთ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი გა­უ­ბით.

    ქალ­წუ­ლი
    თუ ქალ­წულ­თან ფლირ­ტა­ო­ბა გსურთ, მო­ემ­ზა­დეთ ჩამ­ჭრე­ლი შე­კი­თხვე­ბის­თვის. ის ფლირ­ტში მხო­ლოდ მა­შინ აგ­ყვე­ბათ, როცა და­უმ­ტკი­ცებთ, რომ მისი ტოლი ხართ. რო­გორ უნდა ელ­ფირ­ტა­ოთ? გა­მო­ამ­ჟღავ­ნეთ თქვე­ნი ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ლან­ტუ­რად, რომ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში არ ჩა­მო­გარ­თვათ და არც ის იფიქ­როს, თავს მა­წო­ნებ­სო.

    სას­წო­რი
    თუ სას­წორ­თან ფლირ­ტი გსურთ, მო­აქ­ცი­ეთ ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­გა­ლი­თად, აიყ­ვა­ნეთ სცე­ნა­ზე და თქვენ­თან ერ­თად ამ­ღე­რეთ ან გა­იწ­ვი­ეთ სა­ცეკ­ვა­ოდ წრედ შეკ­რულ ხალ­ხს შო­რის, რომ ყვე­ლამ ტაში უკ­რას და კომ­პლი­მენ­ტე­ბით აავ­სოს.
    მო­რი­ე­ლი
    თუ მო­რი­ელ ქალ­თან ფლირ­ტა­ობთ, გა­და­უ­შა­ლეთ მას გული და ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­ზე უამ­ბეთ, ხოლო თუ მა­მა­კაცს ეფ­ლირ­ტა­ვე­ბით, გა­მო­ი­ყე­ნეთ ე.წ. დერ­თი თოლქ. გა­მო­იწ­ვი­ეთ, ცო­ტა­თი გა­ა­ღი­ზი­ა­ნეთ და გა­აბ­რა­ზეთ, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად, რომ თქვენ­თან მტრო­ბა გა­და­წყვი­ტოს.

    თხის რქა
    თხის რქას კონ­კუ­რენ­ცია მოს­წონს, ასე რომ უმე­ტეს­წი­ლად კონ­კუ­რენ­ტებ­თან ფლირ­ტის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ.

    ლომი
    მი­ე­ცით ლომს თა­ვი­სი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბის და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფლირ­ტის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას მხო­ლოდ მა­შინ იღე­ბენ, როცა მო­პირ­და­პი­რე მხა­რე ქა­თი­ნა­უ­რე­ბით ავ­სებს და აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    99 ნახვა
    10-04-2021, 00:18