GOGA.TV
რისი ჯადოქარი ხართ და რაშია თქვენი მაგიური ძალა - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რისი ჯადოქარი ხართ და რაშია თქვენი მაგიური ძალა - პასუხები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    გი­ფიქ­რი­ათ, რომ შე­საძ­ლოა ჯა­დო­ქა­რი ხართ, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცით? ამ კი­თხვა­ზე თქვე­ნი­ვე ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გი­პა­სუ­ხებთ.

    სას­წო­რი - მუ­სი­კის ჯა­დო­ქა­რი
    მუ­სი­კას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლოს: დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნილს სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი და­უბ­რუ­ნოს, და­ა­წე­რი­ნოს ლექ­სი ან რო­მა­ნი, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბას მო­უ­ტანს, თავი კომ­ფორ­ტუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნოს ან ჩა­ა­ფიქ­როს. მუ­სი­კა ადა­მი­ა­ნებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამარ­ტი­ვებს, შე­საძ­ლოა სი­ტყვე­ბით ვერ გა­მო­ხა­ტო, თუ რა გიტ­რი­ა­ლებს გულ­ში, მაგ­რამ მუ­სი­კით ყო­ველ­თვის შეძ­ლებ გან­წყო­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, - სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რით ჰგავს სას­წო­რი მუ­სი­კას და გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ეს ნი­შა­ნი სწო­რედ მე­ლო­დე­ბი­სა და სიმ­ღე­რე­ბის ჯა­დო­ქა­რია.

    ტყუ­პი - კოს­მო­სის ჯა­დო­ქა­რი
    ეს ჯა­დოქ­რე­ბი მთელ დროს სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას უთ­მო­ბენ, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით. მათი მა­გია კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ენერ­გი­ის მარ­თვა­შია. ტყუპს შე­უძ­ლია ძა­ლი­ან სწრა­ფად აღიდ­გი­ნოს სა­სი­ცო­ცხლო ძალა.

    კირჩხი­ბი - ჩაის ჯა­დო­ქა­რი
    კირჩხი­ბე­ბი თა­ვის მა­გი­ას, პირ­ველ რიგ­ში, ოჯახ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ავ­ლე­ნენ. ჯა­დოქ­რო­ბა სჭირ­დე­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მათ­თვის კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად. ისი­ნი სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­იგ­რძნო­ბენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს. დინ­ჯი მსმე­ნე­ლე­ბი და ბრძე­ნი მრჩე­ვე­ლე­ბი არი­ან, ჩა­ი­საც კი ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნე­ბენ მათ და­სამ­შვი­დებ­ლად, ვინც აღელ­ვე­ბუ­ლია. ჩაის ხომ მო­აქვს სით­ბო, სიმ­ყუდ­რო­ვე და, რო­გო­რი და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც უნდა იყოს, და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

    თხის რქა - მი­წის/ნი­ა­და­გის ჯა­დო­ქა­რი
    თხის რქე­ბი ხში­რად მარ­ტო ჯა­დოქ­რო­ბენ. მათი პრინ­ცი­პია: "თუ გინ­და რა­ი­მე ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ა­კე­თო, გა­ა­კე­თე მარ­ტომ". ამ ჯა­დოქ­რებს უყ­ვართ ცხოვ­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი და მცე­ნა­რე­ე­ბი, ამი­ტომ, თუ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, დიდ დროს ატა­რე­ბენ ბუ­ნე­ბა­ში და მის წი­აღ­ში ის­ვე­ნე­ბენ. მათი მა­გია გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია, გა­ნა­გე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც მი­წა­ში ცხოვ­რობს ან მი­წი­დან იზ­რდე­ბა.

    მერ­წყუ­ლი - ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჯა­დო­ქა­რი
    ალ­ბათ, არც გაგკვირ­ვე­ბი­ათ რომ სწო­რედ მერ­წყუ­ლი გა­ნა­გებს პროგ­რესს, გა­ჯე­ტებს და ყვე­ლა­ფერ იმას, რაც მო­მავ­ლის­კენ მიგ­ვა­ქა­ნებს. მერ­წყუ­ლის მა­გია ალ­გო­რით­მებ­ში, ინ­ტერ­ნეტ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფად მი­ღე­ბა­შია.

    ქალ­წუ­ლი - ტყის ჯა­დო­ქა­რი
    ქალ­წუ­ლე­ბის მა­გია ტყეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ფო­თო­ლი, რო­მე­ლიც ცვი­ვა; ყვე­ლა პა­ტა­რა რუ, რო­მე­ლიც მო­რაკ­რა­კებს და ტყეს სე­რავს; ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც სო­რო­სა თუ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რობს, - მას ემორ­ჩი­ლე­ბა და ემო­ნე­ბა - აი, რა­შია ტყის ჯა­დოქ­რის მა­გია.

    თევ­ზე­ბი - ზღვის ჯა­დო­ქა­რი
    ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულს ტალ­ღე­ბი ელა­პა­რა­კე­ბი­ან... ყვე­ლა ამ­ბავს აგე­ბი­ნე­ბენ, რო­მე­ლიც წყლის სიღ­რმე­ში ან ზე­და­პირ­ზე ხდე­ბა. მას ნი­ჟა­რე­ბის­გან სა­სახ­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, წყალმცე­ნა­რე­ებს სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებს, ყვე­ლა ზღვის ცხო­ვე­ლი ემორ­ჩი­ლე­ბა და იცავს. ზღვის ჯა­დო­ქარს აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი ოკე­ა­ნეც კი არა­ფერს ავ­ნებს, მხო­ლოდ ნა­პი­რის­კენ გა­მო­რი­ყავს.

    კურო - ყვა­ვი­ლე­ბის ჯა­დო­ქა­რი
    ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დის, რა­საც მო­ინ­დო­მებს, თუკი მას­ში მცე­ნა­რე ურე­ვია: გემ­რი­ე­ლი ვე­გე­ტე­რი­ა­ნუ­ლი საჭ­მე­ლი; ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნი ან ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბი; ავე­ჯი სახ­ლის­თვის, დე­კო­რა­ცი­ე­ბი... ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ერ­კვე­ვა არო­მა­ტებ­ში. იცის, რო­გორ უნდა გა­ა­ცო­ცხლოს კონ­კრე­ტუ­ლი მცე­ნა­რე ან რო­გორ აცო­ცხლოს ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვად, მის­თვის არც თუ ისე ბუ­ნებ­რივ ჰა­ბი­ტატ­ში.

    ლომი - ლა­ვის ჯა­დო­ქა­რი
    ვულ­კა­ნი რომ ამო­იფ­ქრვე­ვა ან მი­ი­ძი­ნებს, სულ ლა­ვის ჯა­დოქ­რის ბრა­ლია.
    როცა გა­აბ­რა­ზე­ბენ, გულს ატ­კე­ნენ ან იმე­დებს გა­უც­რუ­ე­ბენ, ლომი ცე­ცხლით იძი­ებს შურს, ან ცე­ცხლით და­იც­ლე­ბა ემო­ცი­ე­ბის­გან. მისი მა­გი­აც ცე­ცხლშია.

    ვერ­ძი - სის­ხლის ჯა­დო­ქა­რი
    შა­რი­ა­ნი და უკა­რე­ბა ჯა­დო­ქა­რია, სჯობს არ გა­ა­ნა­წყე­ნოთ, თო­რემ სის­ხლს გა­გიშ­რობთ. თუ მო­გენ­დოთ და გული გა­და­გე­შა­ლათ, გი­ერ­თგუ­ლებთ. მისი მა­გია სის­ხლშია... შე­უძ­ლია ხე­ლის შე­ხე­ბის გა­რე­შე სის­ხლის­გან და­ცა­ლოს ადა­მი­ა­ნი ან, უბ­რა­ლოდ, გუ­ლის ცემა გა­უ­ჩე­როს. ის ჯა­დო­ქა­რია, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ემე­გობ­როთ, მტრად არ იყო­ლი­ოთ.

    მშვილ­დო­სა­ნი - სი­ნათ­ლის/ნა­თე­ბის ჯა­დო­ქა­რი
    მისი მა­გია სი­ცილ­სა და ოპ­ტი­მიზ­მშია. არც ერთი სხვა ჯა­დო­ქა­რი არ არის იმ­დე­ნად ღია ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის­თვის, რო­გორც მშვილ­დო­სა­ნი. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ჯა­დო­ქარს სი­ნათ­ლე შე­აქვს ყვე­ლან, სა­დაც მი­დის. მას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს მზის ჩას­ვლა ან და­აჩ­ქა­როს აისი.

    მო­რი­ე­ლი - ღა­მის ჯა­დო­ქა­რი
    რო­გორ გგო­ნი­ათ, ვისი ნა­ხე­ლა­ვია ის უც­ნა­უ­რო­ბე­ბი, რაც ღა­მით ხდე­ბა? ან ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ ეში­ნი­ათ ასე ძა­ლი­ან სიბ­ნე­ლის? სწო­რად მიხ­ვდით, ყვე­ლა ოინი ღა­მის ჯა­დო­ქარს უნდა მი­ვა­წე­როთ. მას ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სიზ­მრე­ბი, აჩ­რდი­ლე­ბი, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი და სა­ში­ში არ­სე­ბე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    91 ნახვა
    11-04-2021, 00:48