GOGA.TV
რას უნდა ელოდოთ ზოდიაქოს ნიშნისგან ურთიერთობაში და რომელი სიტყვა აღწერს საუკეთესოდ მის სიყვარულს?
  • რას უნდა ელოდოთ ზოდიაქოს ნიშნისგან ურთიერთობაში და რომელი სიტყვა აღწერს საუკეთესოდ მის სიყვარულს?

    თუ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ზო­დი­ა­ქის ნი­შა­ნი იცით, მარ­ტი­ვად გა­ი­გებთ რა მო­საზ­რე­ბი­საა სიყ­ვა­რულ­ზე და რას უნდა ელო­დოთ მის­გან.

    ვერ­ძი - ვნე­ბა
    სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის ვნე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის ვულ­კა­ნია. არას­დროს გა­პა­ტი­ებთ ღა­ლატს, ტყუ­ილს და ისე­თი­ვე აზარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მისი შუ­რის­ძი­ე­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი.

    კურო - მზრუნ­ვე­ლო­ბა და კომ­ფორ­ტი
    მუ­დამ მზა­დაა იმის­თვის, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მზრუნ­ვე­ლო­ბა და კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას. ჰარ­მო­ნია სურს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, ეცა­დეთ, არ გა­აბ­რა­ზოთ, მისი შუ­რის­ძი­ე­ბა სას­ტი­კია.

    ტყუ­პი - ურ­თი­ერ­თო­ბა
    უინ­ტე­ლექ­ტო და მო­სა­წყენ ადა­მი­ან­თან დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებს. ის მგრძნო­ბი­ა­რე და ცე­ცხლო­ვა­ნია და სურს, პარტნი­ო­რიც მის­ნა­ი­რი იყოს. მას სურს, უს­მენ­დნენ და პო­ლე­მი­კა­ში აი­ყო­ლი­ონ.

    კირჩხი­ბი - მგრძნო­ბი­ა­რე
    უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე და გან­ცდი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. აფა­სებს ში­ნა­ურ კომ­ფორ­ტს. უჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნის­გან ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, გას­ხლტე­ბა.

    ლომი - გუ­ლუხ­ვო­ბა
    საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­თვის მთებს გა­დად­გამს. ის ად­ვი­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს კე­თი­ლი ჯა­დოქ­რის როლს, ოღონდ კი სატ­რფოს ასი­ა­მოვ­ნოს. ამას­თა­ნა­ვე, სურს, რომ მუ­დამ აქებ­დნენ. ლომი მე­ფეა და ყუ­რა­დღე­ბაც და მზრუნ­ვე­ლო­ბაც მე­ფუ­რი სჭირ­დე­ბა.

    ქალ­წუ­ლი - სტა­ბი­ლუ­რო­ბა
    მისი აზ­რით, წყვილ­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი თუ არ არ­სე­ბობს, ის მალე და­იშ­ლე­ბა. ქალ­წუ­ლი ერუ­დი­რე­ბუ­ლი, კარ­გად აღ­ზრდი­ლი ნი­შა­ნია და სურს, გვერ­დით ასე­თი­ვე პარტნი­ო­რი ჰყავ­დეს. ერო­ტი­კა და ის­ტე­რი­კე­ბის შემ­დეგ ვნე­ბი­ა­ნი შე­რი­გე­ბა მისი თემა არაა.

    სას­წო­რი - ეს­თე­ტი­კა
    ყვე­ლა­ფერ­ში სი­ლა­მა­ზეს ხე­დავს. ვერ იტანს უმ­ნიშ­ვნე­ლო კა­მათ­საც, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა­საც კი. თუმ­ცა, რთულ მო­მენ­ტში მო­გის­მენთ და მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას გა­გი­წევთ.

    მო­რი­ე­ლი - სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა
    არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით აღ­სავ­სე ნი­შა­ნია. პარტნი­ო­რად რთულ, პრობ­ლე­მურ ადა­მი­ანს ირ­ჩევს. ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს არას­ტა­დარ­ტუ­ლი, დი­ნა­მი­კუ­რი. თუ პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, თა­ვად შექ­მნის. მას მშვი­დად ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

    მშვილ­დო­სა­ნი - თავ­გა­და­სა­ვა­ლი
    ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ვნე­ბი­ა­ნია. მათ ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მს ან წიგნს ჰგავს. თავ­გა­და­სა­ვალ­ში თა­ვით ეშ­ვე­ბა. სურს, ისე­თი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დეს გვერ­დით, ვი­საც ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი შიში არა აქვს და მათი ცხოვ­რე­ბა ერთ დიდ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ემ­სგავ­სე­ბა.

    თხის რქა - პრაგ­მა­ტუ­ლი
    მათ ყვე­ლა­ზე მყა­რი ქორ­წი­ნე­ბა აქვთ. თუ პარტნი­ო­რი აირ­ჩია, ის გა­მოც­დილ, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავს ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მის­გან ძლი­ერ ვნე­ბებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს ნუ ელით, მაგ­რამ ერ­თგუ­ლე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა არ მო­გაკ­ლდე­ბათ.

    მერ­წყუ­ლი - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი
    უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლია ყვე­ლა­ფერ­ში და ქორ­წი­ნე­ბა­შიც. მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ერთი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია. ქორ­წი­ნე­ბის უღელ­ში თავს გვი­ან ჰყოფს. პარტნი­ო­რად სა­ინ­ტე­რე­სო, ზოგ­ჯერ ექ­სცენ­ტრი­კულ ადა­მი­ანს ირ­ჩევს. უც­ნა­უ­რო­ბა მათ კი­დევ უფრო აჯაჭ­ვებს.

    თევ­ზე­ბი - მის­ტი­კუ­რი
    რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა შე­უყ­ვარ­დეს, იმ­დენ­ჯერ სხვა­ნა­ი­რად ავ­ლენს სა­კუ­თარ თავს და მუ­დამ მის­ტი­კურ სა­ბურ­ველს იქ­მნის გარ­შე­მო. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და გან­ცდი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. პარტნი­ორ­ში ვერ აი­ტანს უხე­შო­ბას და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    106 ნახვა
    11-04-2021, 00:50