GOGA.TV
  • პანდემიის გამო, პრინცი ფილიპის სამგლოვიარო პროტოკოლში ცვლილება შეიტანეს

    პანდემიის გამო, პრინცი ფილიპის სამგლოვიარო პროტოკოლში ცვლილება შეიტანეს. სამეფო ოჯახის წევრის დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ 30 პირი დაესწრება - ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.

    სამგლოვიარო ცერემონიალს არ დაესწრება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრიც, მოსახლეობას კი მოუწოდებენ თავი შეიკავონ სასახლესთან მისვლისგან, სადაც საზოგადოება პატივის მისაგებად ტრადიციულად ყვავილებს ტოვებს.

    პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ. დაკრძალვას არ დაესწრება მეგან მარკლი. ედინბურგის ჰერცოგინია მიზეზად ორსულობას ასახელებს.
    81 ნახვა
    11-04-2021, 10:07