GOGA.TV
12-18 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 12-18 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. დაიწყეთ ახალი საქმეები. აქტიურად ჩაერთეთ საინტერესო პროექტებში. ახლობლების მხარდაჭერა გარანტირებული გავქთ. კვირა მეგობრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელ ადამიანში სრულიად განსხვავებულ თვისებებს აღმოაჩენთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 12, 16 აპრილი

    კურო
    იყავით მომართული წინსვლაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ საქმიანი შეხვედრები და თქვენი პროექტების განვითარება. გამონახეთ დრო მშობლებისთვის. უქმეები შვილებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ. მარტოხელები რომანტიკულ ნაცნობებს ნუ ენდობით.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 16 აპრილი

    ტყუპი
    დაისახეთ მიზანი და გააქტიურდით. გაქვთ ყველა შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
    მოქმედება მოგიწევთ სწრაფად და გააზრებულად. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას. უქმეებზე საინტერესო ნაცნობობა გელით.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 18 აპრილი

    კირჩხიბი
    შემოქმედებითი იდეების განხორციელების დროა. შეიძლება გამოგიჩნდეთ სპონსორი, ადამიანი, ვინც მატერიალურ დახმარებას გაგიწევთ და სასურველის მიღწევას შეძლებთ. უქმეებზე დასვენებას ვერ შეძლებთ, საოჯახო საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული.
    კვირის საუკეთესო დღე: 12, 15 აპრილი

    ლომი
    სასიყვარულო თავგადასავალი სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. აგრეთვე, მათთან, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 12, 13 აპრილი

    ქალწული
    სამსახურში თამამად წარმოადგინეთ თქვენი იდეები. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. ეცადეთ, კეთილგანწყობა მათი დაიმსახუროთ. უქმეები მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. იყავით მის მიმართ ლმობიერი, ნუ აკონტროლეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 17 აპრილი

    სასწორი
    საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული პერიოდი დაგიდგათ. უქმეები უცხო ენის შესწავლას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანთან იყავით გულახდილი და რებუსებით ნუ გატანჯავთ. გამონახეთ დრო მშობლებისთვისაც.
    კვირის საუკეთესო დღე: 12, 18 აპრილი

    მორიელი
    საქმეების გაუმჯობესების, ბიზნესის გაფართოების დრო დაგიდგათ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას იყავით კორექტული, მოერიდეთ იუმორით შეფუთულ ცინიზმს. უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ. თუ საყვარელ ადამიანთან გაბუტული ხართ, დაივიწყეთ ეგოიზმი და გადადგით პირველი ნაბიჯი შესარიგებლად.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 16 აპრილი

    მშვილდოსანი
    დრო ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფერი მოასწროთ - მუშაობაც და გართობაც. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გაანებივრეთ მშობლები ძვირად ღირებული საჩუქრებით. უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 13, 15 აპრილი

    თხის რქა
    მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. შეიძლება ახალი კომპიუტერული პროგრამა შექმნათ ან განავითაროთ უკვე არსებული. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონების საკითხები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან ემოციური საუბარი გელით.
    კვირის საუკეთესო დღე: 16, 18 აპრილი

    მერწყული
    სასიამოვნოო ცვლილებების, სწავლის დრო დაგიდგათ. შეგეძლებათ ავანტიურული გეგმების განხორციელება. იზრუნეთ საკუთარი თავის გამხიარულებაზე. თუ საყვარელი ადამიანი გთრგუნავთ, დაემშვიდობეთ. უქმეები საინტერესოდ გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 12, 15 აპრილი

    თევზები
    აქტიურად მოქმედების დროა. გირჩევთ, მეტად დააფასოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ზოგიერთმა შეიძლება ან ახალი თანამდებობა მიიღოთ, ან ახალი სამსახური. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით. საყვარელ ადამიანს პაემანი უჩვეულო ადგილას დაუნიშნეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 15, 17 აპრილი

    წყარო: marao.ge
    91 ნახვა
    12-04-2021, 02:36