GOGA.TV
12-18 აპრილის სილამაზის კალენდარი - კარგია თმის შეღებვა და კოსმეტოლოგთან ვიზიტი
  • 12-18 აპრილის სილამაზის კალენდარი - კარგია თმის შეღებვა და კოსმეტოლოგთან ვიზიტი

    კვირა ახალმთვარეობით დაიწყება. ხვალიდან უკვე შეგეძლებათ ახალი საქმეების დაწყება, შემოქმედებითი იდეების, პროექტების განვითარება. იყავით მზად საკუთარი თავის მეტად წარმოჩენაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენზე უკეთესი არავინაა და საქმეს თქვენსავით კარგად ვერავინ გააკეთებს. გამარჯვება გელით პირად ცხოვრებაშიც. საყვარელი ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. გამონახეთ საქმიანობა, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთს.

    12 აპრილი, მთვარე 21:45-მდე იქნება ვერძის ზოდიაქოში, მერე გადავა კუროში.
    მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა,
    ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
    კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    მთვარე იქნება კუროში 14 აპრილის ჩათვლით. დინჯი მთვარე. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    15 აპრილი, 9:39-დან მთვარე ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრება. ცვალებადი მთვარე. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    17 აპრილს, 23:25-ზე მთვარე კირჩხიბში გადავა და იქ დარჩება კვირის ბოლომდე. ემოციური მთვარე იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    155 ნახვა
    12-04-2021, 02:37