GOGA.TV
  • გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები არიან შეკრებილები, ვითარება დაიძაბა

    რიონის ხეობაში, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები არიან შეკრებილები, ვითარება დაიძაბა.

    საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არ უნდა შეეზღუდოთ გადაადგილების უფლება ნამახვანჰესის მიმართულებით.

    აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში გზის სავალ ნაწილზე სამართალდამცველებს მოძრაობა გადაკეტილი ჰქონდათ.
    63 ნახვა
    12-04-2021, 09:24