GOGA.TV
7 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს
  • 7 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს

    7 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს, საკუთარი შეთავზება "გირჩმა" თანამოაზრეებს "ზუმის" საშუალებით უკვე გააცნო.

    ფართო საზოგადოებისთვის კი დეტალების წარდგენას პარტია დღეს აპირებს.

    გირჩის 7 პუნქტიანი გეგმა ამოქმედდება მას შემდეგ, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული.

    "გირჩის" წარმომადგენლების თქმით, 7 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი, მზად არიან შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ მარიხუანისა და იარაღის ლეგალიზებაზე.

    გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ საქალაქო სასამართლოს წევრების პირდაპირი წესით არჩევას, შერიფების ინსტიტუტის დანერგვას და უბარიერო საარჩევნო სისტემას.

    1. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

    2. კერძო სკოლები სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან.

    3. რაიონული პოლიციის შერიფებს აირჩევს მოსახლეობა პირდაპირი წესით.

    4. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს პირდაპირი წესით აირჩევს ხალხი და ბრალდებულებს ექნება უფლება თავად აირჩიოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, არჩეული თუ დანიშნული.

    5. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

    6. რესტიტუცია - ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად და

    7. მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
    91 ნახვა
    12-04-2021, 09:33