GOGA.TV
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული 18 წლის გოგო იპოვეს.
    ნარმინ ისაიევას სამართალდამცველებმა მიაკვლიეს. ინფრომაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

    "კურიერი" დაუკავშირდა ნარმინ იასაიევას ოჯახსაც. მათი თქმით, გოგო მარნეულში იმყოფება და სხვა მამაკაცზე გათხოვდა.

    "კურიერი" ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ ისაიევა ოჯახის შერჩეულ საქმროს გაექცა და სხვა მამაკაცზე იქორწინა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

    ცნობისთვის, 18 წლის ნარმინ ისაიევას ოჯახი 2 დღე ეძებდა. ის 6 თვის განვალობაში მეზობელ სოფელში მცხოვრებ ბიჭზე იყო დანიშნული, თუმცა 11 აპრილს დილით სახლიდან წავიდა, რის შემდეგაც დეიდას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

    ოჯახს ამ დრომდე არ სჯერა შვილის სხვა მამაკაცზე გათხოვების. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მათი შვილი მოიტაცეს, რადგან მას დანიშნული ბიჭი უყვარდა და ქორწილიც დაგეგმილი ჰქონდათ.

    მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
    70 ნახვა
    13-04-2021, 09:18