GOGA.TV
  • რატომ დაუპირისპირდნენ რიონის ხეობაში აჭარიდან ჩასული პირები სპორტსმენებს

    ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები სამართალდამცველების კითხვებს გვიანობამდე პასუხობდნენ. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება მათსა და აჭარიდან ჩამოსულ პირებს შორის მოხდა.

    როგორც ისინი იხსენებენ, აქციაზე შენიშნეს პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები, რომლებიც ასევე პატრიარქს შეურაცხყოფენ. გამოკითხვაზე იყო ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

    დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა. ისინი იმერეთში აქტივისტების მხარდასაჭერად აჭარიდან ჩავიდნენ.

    წულუკიძეები ბოლო პერიოდში არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ და მათ შორის გურიაში, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სწორედ აჭარიდან ჩასულ პირებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა.
    68 ნახვა
    13-04-2021, 09:35