GOGA.TV
გასული ღამეს აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
  • გასული ღამეს აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

    გასული ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

    ბოლო დღე-ღამეში რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვიეს. 2021 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს უკვე 28 სამხედრო ემსხვერპლა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად დაძაბულია. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადებით, დასავლეთს უკრაინის საკითხზე ერთიანი სტრატეგია უნდა გააჩნდეს.

    კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში შეშფოთებას იწვევს.
    99 ნახვა
    13-04-2021, 09:38