GOGA.TV
ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებს
  • ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებს

    რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    მაყაშვილმა მრავალწლიანი დუმილი "რუსთავი2-ის" გადაცემა "ფარულ კონვერტში" დაარღვია.

    "ეს გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად", - აღნიშნა მაყაშვილმა, რომლის თქმითაც, ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.
    "პირველად რა მიზეზი იყო, არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად," – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

    რუსთაველის თეატრმა დღეს საკუთარ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა მცირე განცხადება, სადაც წერია, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".
    179 ნახვა
    13-04-2021, 10:02