GOGA.TV
  • გახარიას ახალმა გუნდმა შესაძლოა, ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირონ

    პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს 5 თანაგუნდელთან ერთად "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, აცხადებს, რომ, შესაძლოა, ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირონ.

    გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა ე.წ. პოლიტპატიმრებზეც და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.

    "მე პირადად და ჩემი გუნდი მივიჩნევთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, თუ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რადიკალიზაცია დამთავრდეს, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და განხილვის შედეგად შესაძლოა მხარიც დავუჭიროთ.

    არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ყოფილიყო მცირედი დარღვევები, რომელიც ზეგავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

    ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.

    რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს დღეს. სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, რადიკალურად განსხვავდება იმ სასამართლო სისტემისგან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა 2012 წლამდე,"-აცხადებს ხოჯევანიშვილი.
    84 ნახვა
    15-04-2021, 00:11