GOGA.TV
თბილისში დღეს სომხეთის პრეზიდენტს ელოდებიან
  • თბილისში დღეს სომხეთის პრეზიდენტს ელოდებიან

    თბილისში დღეს სომხეთის პრეზიდენტს ელოდებიან. არმენ სარქისიანი საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.

    საპატიო სტუმრების დახვედრის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    დღის წესრიგშია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაც.
    47 ნახვა
    15-04-2021, 00:14