GOGA.TV
ოპონენტების სამზადისი საპროტესტო აქციისთვის მართველი გუნდისთვის გაუგებარი
  • ოპონენტების სამზადისი საპროტესტო აქციისთვის მართველი გუნდისთვის გაუგებარი

    ოპონენტების სამზადისი საპროტესტო აქციისთვის მართველი გუნდისთვის გაუგებარი. ხელისუფლება ოპოზიციის გეგმებში ვერ ხედავს ევროპელი პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას და ვერც შეთანხმების მიღწევის სურვილს.

    "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კვლავ მზად არიან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა კვლავ რჩება წითელი ხაზები, რასაც მათი გუნდი არ გადაკვეთს.

    "გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და სამართლიანი შეთავაზებები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. სხვა საკითხია და - მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ რეაგირებს ამაზე პოლიტიკური ოპოზიცია.

    ჩვენ პატივს ვცემთ ყველას არჩევანს, აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ეს იქნება დაცული, თუმცა ასეთი მიდგომა ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს და ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ამ ყველაფერს. არ მგონია, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს იყოს მისაღები ფორმა მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელებისთვის" - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

    ოპოზიცია თვლის, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური პროტესტია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადებიან და დღეიდან, რეგიონებში გასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.

    გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებზე პარტიები კვირის ბოლოს დაგეგმილ საერთო ოპოზიციური შეხვედრაზე იმსჯელებენ.
    119 ნახვა
    15-04-2021, 00:25