GOGA.TV
  • ახლა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემის მოგვარების გზა არ არის - დევიდ კრამერი

    "შეერთებული შტატების მთავრობასა და კონგრესში აღიარებენ, რომ შესაძლოა, არ მოსწონდეთ ის, რაც მელიამ 2019-ში გააკეთა, თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ ახლა მისი ციხეში ყოფნა პრობლემის მოგვარების გზა არ არის. იმედი მაქვს, იყო გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მელია უნდა გათავისუფლდეს, რათა ყველა ოპოზიციური პარტია იჯდეს მაგიდასთან.

    ვითარებას ვერ დაეხმარა კვირის დასაწყისში სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მელიას დაკავება გაგრძელდა. რაღაც გზა უნდა არსებობდეს მის გასათავისუფლებლად და საქმე პოლიტიკურად მოგვარდეს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ყოველი დღე, როდესაც ეს კრიზისი გრძელდება, ცუდი დღეა საქართველოსთვის და იმედი მაქვს, ეს სიგნალი ნათლად იყო მიწოდებული,"- აცხადებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი.
    83 ნახვა
    15-04-2021, 09:29