GOGA.TV
  • "ქართული მარში" ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა

    ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას "ქართული მარშიც" უერთდება - ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მათი წარმომადგენლები ყველა აქციას ესწრებოდნენ.

    "ჩვენ პერმანენტულად ვიქნებით აქ, ჩვენი წარმომადგენლები, ვიქნებით როგორც რიგითი ქართველები, აქ არ არის პოლიტიკური ამბიციების გამო შეკრებილი ხალხი. ხუთჯერ ვიყავით აქ და ყველა აქციას ესწრებოდა "ქართული მარშის" წარმომადგენლობა თავისი აქტივით.

    არანაირ ძალადობრივ აქციას არ შევუერთდებით, დავუდგებით გვერდში ამ ადამიანებს ისე, როგორც დგანან და რა ფორმითაც იბრძვიან. თუმცა, გვაქვს ჩვენი ხედვებიც, რომელსაც ვეცდებით, აქციის წარმომადგენლებს გავუზიაროთ. მერე მათი გადასაწყვეტი იქნება, რას გაიზიარებენ და რას არა," - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.
    101 ნახვა
    15-04-2021, 09:43