GOGA.TV
  • გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

    საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის"ლიდერის გიორგი მუმლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, მხარდამჭერი აქცია იმართება, რომელზეც აქტივისტებთან ერთად ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც არიან შეკრებილი. მათი თქმით, გიორგი მუმლაძის დაკავების მიზანი პროტესტისთვის ხელის შეშლაა და სამოქალაქო აქტივისტი განსხვავებული აზრის გამო იდევნება.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური ლიდერების მსგავსი დევნა კიდევ უფრო აზიანებს ვითარებას ქვეყანაში.

    "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ამ ტიპის რეპრესიები არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ღრმას ხდის და აზიანებს ქვეყანას, თუმცა მაინც ვერ გადაარჩენს ივანიშვილის რეჟიმს.

    "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ აქტივისტების დაკავება ყოველდღიურ რეჟიმად იქცა.

    გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება მსგავსი სასამართლო პროცესებით საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს ყულფს უკეთებს.
    43 ნახვა
    16-04-2021, 08:58