GOGA.TV
  • ახლობლების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

    ახლობლების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

    მეზობლები აცხადებენ, რომ ნიკოლოზ წურწუმია დაოჯახდა, მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. ბრალდებულის დედ-მამა ემიგრაციაშია, მისი და კი, დედაქალაქში, ავლაბარში ცხოვრობს.

    "მართლა წესიერი და პატიოსანი ადამიანი, უბრალოდ, ცოტა ფსიქიკურად შეშლილია. გამოკვლევებს გაუკეთებენ და დასკვნაც ის იქნება, რომ ის შეურაცხადია,"- ამბობენ ეჭვმიტანილის ახლობლები.

    "კურიერის" ინფორმაციით, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ წურწუმია ძველი თბილისის პოლიციაშია გადაყვანილი.

    მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა და 7 მძევალი აიყვანა. მან მძევლების ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლა. ბოლოს კი, მასთან მოსალაპარაკებლად შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები შევიდნენ და სწორედ მაშინ მოხდა მისი დაკავება.
    98 ნახვა
    16-04-2021, 10:59