GOGA.TV
თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა
  • თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა

    შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა - ამის შესახებ თეატრმა ოფიციალური ბრძანება გამოსცა. ბრძანებას ხელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აწერს.

    "საქართველოს შრომის კოდექსის, თეატრის დებულებისა და თეატრის შრომის შინაგანაწესის საფუძველზე ვბრძანებ:

    1. თეატრის მსახიობი ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით);

    2. მის ნაცვლად სპექტაკლებში როლებზე დაინიშნოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული მსახიობი;

    3. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცეს თეატრის კადრების სამსახურს;

    4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე," - აღნიშნულია ბრძანებაში.
    71 ნახვა
    16-04-2021, 11:37