GOGA.TV
რომელ წყვილებს უჩნდებათ განსაკუთრებულად ლამაზი შვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რომელ წყვილებს უჩნდებათ განსაკუთრებულად ლამაზი შვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ამქვეყნად ყველა ბავშვი ლამაზია, გამონაკლისის გარეშე. ულამაზო პატარა არ არსებობს. თუმცა ზოგიერთ წყვილს განსაკუთრებით ქარიზმატული და მიმზიდველი შვილები ჰყავს, რომელთა მიმართ საზოგადოება ყოველთვის გამოხატავს აღფრთოვანებას. ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი ბავშვების მშობლებს შორის განსაკუთრებით ჰარმონიულია პლანეტების განლაგება.
    ჰოროსკოპის მიხედვით არსებობენ შეთავსებადი, შეუთავსებელი და იდეალური წყვილები. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ შვილების გარეგნობა და ხიბლი მხოლოდ მემკვიდრეობის და აღზრდის დამსახურება არაა. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, რომელი ზოდიაქოს ქვეშ დაიბადნენ დედა და მამა.
    ვარსკვლავები და პლანეტები განსაზღვრავენ რამდენად ჰარმონიული იქნება წყვილის თანაცხოვრება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთვარეს, რომელიც ემოციებს აკონტროლებს. ასევე ვენერას, რომელიც
    სასიყვარულო ენერგიას მართავს; მარსს, რომელიც წყვილებს შორის ლიბიდოს განსაზღვრავს; ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არსებობს 3 წყვილი ზოდიაქოს მიხედვით, რომლებსაც უფრო ხშირად უჩნდებათ ისეთი შვილები, რომლებიც განსაკუთრებით იწვევენ სხვების აღფრთოვანებას როგორც გარეგნობით, ასევე ქცევით.

    დედა ლომი, მამა მერწყული
    ქარისა და ცეცხლის სტიქიის შეთავსება თავისთავად უნიკალურია. ეს წყვილი ავსებს ერთმანეთს და შვილებს თავის საუკეთესო თვისებებს გადასცემს.
    ამ წყვილების შვილები განსაკუთრებით კონტაქტურები და აქტიურები არიან. უმცროსთან თუ უფროსთან - ყველასთან პოულობენ საერთო ენას. ეს ბავშვები მშობლებისგან საუკეთესოს იღებენ და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ გარშემომყოფთა შორის.

    დედა კურო, მამა კირჩხიბი
    ვენერას მიერ მართული კურო რომატიკული, პრაქტიკული და მეოჯახეა. მამაკაცი კირჩხიბი კი ძალიან მზრუნველია და ხშირად იდეალურ მამადაც გვევლინება.
    მათი კავშირი მყარი და ჰარმონიულია, მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.
    მათი შვილებიც მგრძნობიარენი და თანაგრძნობის უნარით
    დაჯილდოვებულები არიან. როგორ წესი, შინაგანი სილამაზე მათ გარეგნობაზეც აისახება. მათ ადრეული ასაკიდანვე ესმით ოჯახური ფასეულობები და გარშემომყოფთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევიან. დედა კურო ჯიუტიცაა. მისგან ბავშვები პრინციპულობას და თავისი ინტერესების დაცვას სწავლობენ, თუმცა ძალიან სამართლიანები და ზრდილობიანები არიან.

    დედა ქალწული, მამა თევზები
    ზოდიაქოს ეს ორი ემოციური ნიშანი ხშირად არ ამჟღავნებს თავის რეალურ გძნობებს. პრაქტიკულობა და მეოცნებეობაა მათ ოჯახში ასეთი სათნო და გულითადი ატმოსფეროს არსებობის მიზეზი.
    მათი შვილები ძალიან ჭკვიანები, ზრდილობიანები და მორიდებულები არიან. იმდენად ბრძნული საუბარი აქვთ, იმდენად წინდახედულად იქცევიან, რომ მათზე იციან თქმა „ასჯერ დაბერებულიო“.

    წყარო: marao.ge
    185 ნახვა
    17-04-2021, 00:31