GOGA.TV
19-25 აპრილის სილამაზის კალენდარი - გირჩევთ შოპინგს
  • 19-25 აპრილის სილამაზის კალენდარი - გირჩევთ შოპინგს

    ამ კვირაში მზესთან ერთად მერკური და ვენერაც ესტუმრნენ კუროს ზოდიაქოს ნიშანს. კუროებო, გილოცავთ, თქვენი ვარსკვლავური დრო დგება. მთვარე მზარდია. ამ კვირაში კარგია ყველა იმ საქმის შესრულება რაც ზრდა-განვითარებასთან, გამრავლებასთანაა კავშირში. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ჭკვიანი საინტერესო, მხიარული ადამიანები. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მუშაობისას იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. ერთადერთი, რასაც ამ კვირაში არ გირჩევთ შოპინგია. ვენერასა (სილამაზე, სიყვარული) ურანის (მოულოდნელობები, იდეები, აფეთქებები) გავლენით შეიძლება უცნაური ნივთები შემოგეყიდოთ.

    19 აპრილი, 10:02
    დან მთვარე კირჩხიბშია. ემოციური მთვარე. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    20 აპრილი, 9:10-დან მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

    22 აპრილი, 17:08-დან მთვარე ქალწულშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    24 აპრილი, 20:06-დან კვირის ბოლომდე მთვარე სასწორში იქნება. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    წყარო: marao.ge
    168 ნახვა
    19-04-2021, 00:44