GOGA.TV
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩაცმის სტილსა და გემოვნებაზე
  • როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩაცმის სტილსა და გემოვნებაზე

    გე­მოვ­ნე­ბის გარ­შე­მო და­ობს, არა­და ფრთი­ა­ნი ფრა­ზა "გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ" სულ ტყუ­ი­ლად არის მო­გო­ნი­ლი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ჩვე­ნი ჩაც­მის სტილ­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბებს სა­მოს­ში. ამი­ტომ შო­პინგზე როცა მი­დი­ხართ, ყო­ველ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ყო­ლეთ, რო­მელ­საც თქვენ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თავ­სე­ბა­დო­ბა გა­აჩ­ნია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შო­რის უთან­ხმო­ე­ბაც ზუს­ტად გე­მოვ­ნე­ბის გამო მოხ­დე­ბა.

    მა­ინც რო­გორ მოქ­მე­დებს ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ას­ტრო­ლო­გე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კას გვთა­ვა­ზო­ბენ.

    ვერ­ძე­ბი მო­დას კი არ მის­დე­ვენ, მოდა იქეთ მოს­დევს ხში­რად ამ ხალ­ხს... ცხა­დი და მკა­ფიო მა­გა­ლი­თია სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, ანა დე­ლო­რუ­სო და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი. ვერძს უყ­ვარს წი­თე­ლი, მკვეთ­რი ჟო­ლოს­ფე­რი ფე­რე­ბი. სა­მოს­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ ერი­დე­ბა.

    კუ­როს პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა ხიბ­ლავს. მაგ­რამ ხა­რის­ხი მის­თვის უმ­თავ­რე­სია, ამი­ტომ იგი ხში­რად გვხვდე­ბა ე.წ. "ბრენ­დო­მან­თა" სი­ა­ში, იმი­ტომ რომ ბრენ­დის გა­რან­ტი­ით მას შე­უძ­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მო­სი იყი­დოს. მოს­წონს რბი­ლი ტო­ნა­ლო­ბე­ბი. ხში­რად იც­ვამს ტრი­კო­ტა­ჟის და ბამ­ბის ქსო­ვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ სა­მოსს.

    ტყუპს ჰა­ე­როვ­ნე­ბა სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სა­საც ეტყო­ბა. იგი ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის სა­მოსს იხ­დენს. უყ­ვარს ღია ფე­რე­ბი და ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ატა­რებს "თი­ნე­ი­ჯე­რულ" ტან­საც­მელს. მის­თვის მთა­ვა­რია სა­მო­სი კომ­ფორ­ტუ­ლი და მკვეთ­რი იყოს. გიჟ­დე­ბა სა­სა­ცი­ლო ნა­წე­რე­ბი­თა და პრინ­ტით გა­წყო­ბილ სა­მოს­ზე.

    კირჩხიბს ე.წ. "დრეს-კო­დის" ტი­პის სა­მო­სის­კენ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი ან კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­და­დის მო­დი­დან. ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით ატა­რე­ბენ დე­დის ან ბე­ბი­ის ნა­ქონ კა­ბას, შარფს ან ჩან­თას ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მოს­თან ერ­თად.

    ლომს სი­კაშ­კა­შე მოს­წონს ყვე­ლა­ფერ­ში, მათ შო­რის იმი­ჯის კუ­თხი­თაც. ძა­ლი­ან ბევ­რი ლომი ზუს­ტად რომ სა­მო­სით ცდი­ლობს მი­იქ­ცი­ოს ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა. ლო­მებს უყ­ვართ სე­ქუ­ი­ნე­ბით გა­წყო­ბი­ლი, ბრჭყვი­ა­ლა ან ბზინ­ვა­რე ფაქ­ტუ­რის სა­მო­სი. ტყა­ვის კაბა ან შარ­ვა­ლი მათი გარ­დე­რო­ბის გა­ნუყ­რე­ლი კომ­პო­ნენ­ტია.

    ქალ­წულს მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ ადა­მი­ა­ნებს არ უყ­ვართ უხამ­სო­ბა, ზედ­მე­ტო­ბა და ვულ­გა­რუ­ლი იმი­ჯი. ამი­ტომ ყო­ველ­თვის აც­ვი­ათ სა­დად, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნად. ქალ­წუ­ლი ხა­რის­ხის ამოც­ნო­ბის დი­დოს­ტა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, მისი იმი­ჯი ყო­ველ­თვის შედ­გე­ბა მა­ღა­ლი კლა­სის და ფაქ­ტუ­რის ტა­ნი­სა­მო­სის­გან, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თვალს არ ჭრი­დეს სიმ­კვეთ­რით, მაგ­რამ სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

    სას­წო­რი ფე­რე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. მოს­წონს სხვა­და­სახ­ვა ტო­ნა­ლო­ბის ფე­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბა. იგი ხში­რად ეტა­ნე­ბა მო­ჩი­თულ ან დაპ­რინ­ტულ ტან­საც­მელს. მი­სის სი­სუს­ტეა ბაფ­თე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

    მო­რი­ე­ლი სა­მოს­შიც ისე­ვე იდუ­მა­ლი უნდა იყოს რო­გორც ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბი­სას. ამი­ტო­მაც უყ­ვართ მო­რი­ე­ლებს შავი ფერი, ტყა­ვი­სა და მე­ტა­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი კი მათ­ში მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის მარ­სის და პლუ­ტო­ნის აგ­რე­სი­ულ ენერ­გი­ას გა­მო­ხა­ტავს. ხოლო მუქი სათ­ვა­ლე გარ­შე­მო მყოფ­თა სათ­ვალ­თვა­ლოდ სჭირ­დე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი კომ­ფორ­ტს ანი­ჭებს ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამი­ტომ ხში­რად შეხ­ვდე­ბით სპორ­ტუ­ლად გა­მო­წყო­ბილს, ჯინ­სე­ბი­თა და ბო­ტა­სე­ბით. შე­საძ­ლოა კა­ბა­ზეც კე­დე­ბი ამო­იც­ვას, იმი­ტომ რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უშ­ლის ხელ­საც და ნერ­ვებ­საც. ნაკ­ლე­ბად ხმა­რობს მა­კი­აჟს.

    თხის რქა კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას არ უყ­ვარს თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, თუმ­ცა კარ­გად იცის, რა არის მო­და­ში და რო­გორ ატა­როს სა­მო­სი ისე, რომ და­სა­ცი­ნი არ გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არც ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის, არც ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გამო. მოს­წონს კლა­სი­კუ­რი სტი­ლის პი­ჯა­კე­ბი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი.

    მერ­წყუ­ლი თხის რქის სრუ­ლი ან­ტი­პო­დია. იგი თა­ვა­დაა მო­დი­სა და სტი­ლის კა­ნონ­მდე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. არა­სო­დეს ერი­დე­ბა თა­მამ ჩაც­მუ­ლო­ბას, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და დე­ტა­ლებს, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით უც­ნა­უ­რი შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს ხალ­ხს. მერ­წყუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს.

    თევ­ზე­ბი
    დახ­ვე­წი­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­მო­სის მი­მართ. უყ­ვარს ნაზი, ქა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბით გა­წყო­ბი­ლი კა­ბე­ბი. ნე­ბის­მი­ერ გარ­დე­რობს უმა­ტებს სა­კუ­თარ შტრი­ხებს, რო­მე­ლიც ხში­რად აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩან­თე­ბი­სა და ხელ­თათ­მა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    151 ნახვა
    20-04-2021, 10:53