GOGA.TV
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრებისას
  • როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრებისას

    ჭეშ­მა­რი­ტი ბუ­ნე­ბა, არა სი­ღა­რი­ბი­სას, არა­მედ სიმ­დიდ­რის მო­პო­ვე­ბი­სას ვლინ­დე­ბაო. ფული საკ­მა­ოდ ცუდი ბა­ტო­ნია ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, იმი­ტომ რომ მისი სი­ჭარ­ბე ხში­რად ჩვენ­ში მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბის ჰი­პერთრო­ფი­რე­ბუ­ლი დო­ზით გა­მოვ­ლე­ნას იწ­ვევს. მა­ინც რო­გო­რე­ბი არი­ან ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი გამ­დიდ­რე­ბი­სას და ვინ, რო­გორ ახერ­ხებს მარ­თოს ცდუ­ნე­ბა ამ­პარ­ტავ­ნე­ბას არ და­ე­მო­ნოს, როცა ბევ­რი ფული აქვს.

    ვერ­ძი - იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი. თუ მა­ინც გამ­დიდ­რდა, არა­სო­დეს კარ­გავს თავ­მდაბ­ლო­ბას და მზად არის სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს სი­ხა­რუ­ლით გა­უ­ნა­წი­ლოს.

    კურო - ფული ყო­ველ­თვის საკ­მა­რი­სი აქვს, თუმ­ცა თუკი ისე ხდე­ბა, რომ დიდი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნი გახ­და, ნაკ­ლე­ბად და­ი­წყებს ტრა­ბახს ამით. მას ურ­ჩევ­ნია გარ­შე­მო მყო­ფებს თავი უბ­რა­ლო და ზო­მი­ე­რად მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნად მო­აჩ­ვე­ნოს, ფულს კი რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­დებს.

    ტყუ­პი - უთა­ბო­ლო მფლან­გვე­ლია. ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად აქვს გამ­დიდ­რე­ბის შან­სი, თუმ­ცა დიდი ფული ტყუპს არა­სო­დეს გახ­დის ამ­პარ­ტა­ვანს და სხვებ­ზე ზე­მო­დან მა­ყუ­რე­ბელს. შე­საძ­ლოა ქველ­მოქ­მე­დის როლი არ იკის­როს ყვე­ლა­ზე, მაგ­რამ სი­ძუნ­წეც არ ახა­სი­ა­თებს ამ ნი­შანს.

    კირჩხი­ბი - რა ოდე­ნო­ბის სიმ­დიდ­რეც არ უნდა და­აგ­რო­ვოს (ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა კი კირჩხი­ბე­ბის "ჰო­ბია") არა­სო­დეს ჩათ­ვლის, რომ ბევ­რი აქვს და მუდ­მი­ვად იწუ­წუ­ნებს ამ თე­მა­ზე. სიმ­დიდ­რე­სა და სი­ღა­რი­ბე­შიც, ხელ­მომ­ჭირ­ნე და წინ­და­ხე­დულ ადა­მი­ა­ნად რჩე­ბა.

    ლომი - დიდი ფული ლო­მებს ხში­რად უჩ­ნდე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბის და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გამო. ქა­ლე­ბი ხში­რად პო­უ­ლო­ბენ მდი­დარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­სა და საყ­ვარ­ლებს. გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ლომი გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ფუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ივი­წყებს წარ­სულს, თუკი იგი მის­თვის "მი­უ­ღე­ბე­ლია" (გა­იხ­სე­ნეთ კოკო შა­ნე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია შე­თხზა და დიდ­გავ­როვ­ნე­ბა გა­მო­ი­გო­ნა).

    ქალ­წუ­ლი - კუ­როს მსგავ­სად ხელ­მომ­ჭირ­ნე და წინ­და­ხე­დუ­ლია. მოს­წონს ხა­რის­ხი­ა­ნი ნივ­თე­ბი და კომ­ფორ­ტი. გამ­დიდ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად ტრა­ბა­ხობს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბით და იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხელ­გაშ­ლი­ლი სხვე­ბის მი­მართ.

    სას­წო­რი - სიმ­დიდ­რე და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ფულს მო­აქვს ხში­რად ცვლის სას­წორს და მას­ში გარ­კვე­ულ, სნო­ბურ ნი­შან-თვი­სე­ბებს აყა­ლი­ბებს. სას­წო­რებს უყ­ვართ კომ­ფორ­ტი და სი­ლა­მა­ზე, ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ გამ­დიდ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ცი­ლონ, რაც მათ უღიმ­ღა­მო წარ­სულ­თან აკავ­ში­რებთ.

    მო­რი­ე­ლი - მისი ცხოვ­რე­ბა მერ­ყე­ობს ორ უკი­დუ­რე­სო­ბას - აბ­სო­ლუ­ტურ ბანკრო­ტო­ბა­სა და დიდ სიმ­დიდ­რეს შო­რის. თუმ­ცა, ერ­თის და მე­ო­რეს მი­ზე­ზიც თა­ვად­ვეა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში. მან შე­საძ­ლოა და­ი­ძი­ნოს მე­ფე­სა­ვით მდი­დარ­მა და გა­იღ­ვი­ძოს ღა­ტაკ­მა, ან პი­რი­ქით. ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მას­ში სის­ტი­კის ელე­მენ­ტებს აძ­ლი­ე­რებს. იგი გა­ცი­ლე­ბით უფრო ეჭ­ვი­ა­ნი ხდე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი - უთავ­ბო­ლოდ მხარ­ჯვე­ლი და სა­ოც­რად ხელ­გაშ­ლი­ლია. თუმ­ცა, ამ ქუდ­ბე­დი­ან ადა­მი­ანს ბედი სხვებ­ზე მე­ტად სწყა­ლობს ცხოვ­რე­ბა­ში რის გა­მოც, ხში­რად საკ­მა­ოდ მალე ახერ­ხებს სი­ღა­რი­ბის ჭა­ო­ბი­დან ამოძ­ვრო­მას. სიმ­დიდ­რე არა­სო­დეს ცვლის მშვილ­დო­სანს, იგი ძვე­ლე­ბუ­რად უშუ­ა­ლო და ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე რჩე­ბა.

    თხის რქა - თუკი ისე მოხ­და, რომ ბედ­მა ღა­რიბ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ი­მი­სოდ, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლო­ვოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბა და ჩი­ნე­ბი, ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე და მის წარ­მო­შო­ბას მა­ნე­რე­ბის მი­ხედ­ვით ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბით. სიმ­დიდ­რე ქედ­მაღ­ლო­ბას და სნო­ბიზმს აღ­ვი­ვებს თხის რქა­ში.

    მერ­წყუ­ლი - რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, იგი იშ­ვი­ა­თად ცდი­ლობს ბევ­რი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, თუმ­ცა ბე­დის ირო­ნი­ით ბევ­რი მერ­წყუ­ლი მდიდ­რდე­ბა. მერ­წყუ­ლი ხელ­გაშ­ლი­ლი არაა, თუმ­ცა მას არც ძუნ­წი ქვია. მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მას ფული არა­სო­დეს ენა­ნე­ბა. სიმ­დიდ­რე კი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სხვე­ბის მი­მართ არა­სო­დეს არ ცვლის.

    თევ­ზე­ბი - იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს გამ­დიდ­რე­ბას, ძი­რი­თა­დად მე­ოც­ნე­ბე ხა­სი­ა­თის და მუდ­მი­ვად სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. თუმ­ცა თუ ისე მოხ­და, რომ მან "დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ" ცურ­ვა ის­წვა­ლა, შე­საძ­ლოა გამ­დიდ­რდეს, თა­ნაც სო­ლი­დუ­რად. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სიმ­დიდ­რის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ არ იც­ვლე­ბა. იგი ყო­ველ­თვის გა­უ­მარ­თავს ხელს ავად­მყო­ფებს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    91 ნახვა
    20-04-2021, 10:57