GOGA.TV
მუსიკალური ზოდიაქოს ნიშნები
  • მუსიკალური ზოდიაქოს ნიშნები

    მუ­სი­კა არ უყ­ვარ­დე­სო, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­საც სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბი გა­აჩ­ნია. ვი­ღა­ცის­თვის მუ­სი­კა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლია, ვი­ღაც კი მი­სით რო­გორც სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბით ისე საზ­რდო­ობს...

    ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რაც მე­ტია ადა­მი­ან­ში სენ­სი­ტი­უ­რი ნიშ­ნე­ბის გავ­ლე­ნა, მით უფრო მძაფ­რია მუ­სი­კი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მუ­სი­კის მი­მართ რო­გორც წესი წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს აღე­ნიშ­ნე­ბათ - კირჩხი­ბებს, მო­რი­ე­ლებს და თევ­ზებს მუ­სი­კა თა­ვი­სე­ბურ ემო­ცი­ურ თავ­შე­სა­ფარ­თან აქვთ გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით უს­მე­ნენ სხვა­დას­ხვა ჟან­რის კომ­პო­ზი­ცი­ებს, იქ­ნე­ბა ეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის თუ ძი­ლის დროს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­მოვ­ყოთ თევ­ზე­ბი, რო­მელ­თა ხა­სი­ათ­შიც მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი იძ­ლე­ვა უფა­ქი­ზეს აღ­ქმას მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით. თევ­ზე­ბი ზო­გა­დად პო­ე­ტუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. თუმ­ცა, მუ­სი­კა ნე­ბის­მი­ე­რი თევ­ზის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია, რა საქ­მი­ა­ნო­ბა­საც არ უნდა ეწე­ო­დეს იგი.

    ძა­ლი­ან მოს­წონთ მუ­სი­კა ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­საც, თუმ­ცა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მუ­სი­კას­თან უფრო ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ-შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი­საა ვიდ­რე ემო­ცი­უ­რი. ტყუ­პი, მერ­წყუ­ლე­ბი და სას­წო­რე­ბი ხში­რად იც­ვლი­ან მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბას და პრი­ო­რი­ტე­ტებს. ბევრ მათ­განს ხიბ­ლავს ასე­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კა. კლა­სი­კუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის­კენ კი უფრო სას­წო­რი იხ­რე­ბა, რო­გორც პლა­ნე­ტა ვე­ნე­რით მარ­თუ­ლი ეს­თე­ტი­უ­რი ნი­შა­ნი.

    რაც შე­ე­ხე­ბათ ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს - ვერ­ძებს, ლო­მებს და მშვილ­დოს­ნებს მათ­თვის მუ­სი­კა, გან­ტვირ­თვი­სა და ენერ­გი­ის წყა­როა ერ­თდრო­უ­ლად. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ მან­ქა­ნას ხმა­მაღ­ლა ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე და კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც ძი­რი­თა­დად აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­კუ­რი და ჟღე­რა­დი ხიბ­ლავთ. მშვილ­დო­სა­ნი შე­საძ­ლოა ეთნო-მუ­სი­კი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეს, ხოლო ვერძს ხში­რად ხიბ­ლავს რეპი.

    და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მუ­სი­კის მი­მართ მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს. კუ­რო­ე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი აფა­სე­ბენ კარგ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებს, თუმ­ცა მუ­სი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ დის­ტან­ცი­უ­რი გა­აჩ­ნი­ათ. მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ყოთ კურო, რო­მე­ლიც რო­გორც ვე­ნე­რით მარ­თუ­ლი ნი­შა­ნი გა­სა­ო­ცა­რი რო­მან­ტი­კუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ხში­რად იხიბ­ლე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ჰი­ტე­ბით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    94 ნახვა
    21-04-2021, 00:54