GOGA.TV
ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა
  • ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა

    ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

    შეგახსენებთ, ოზურგეთში გაუჩინარებულ 17 წლის გოგოს ოჯახი და სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

    17 წლის გოგო სამი დღის წინ გაუჩინარდა, მარიამ ბურჭულაძე ბოლოს მასწავლებელმა ნახა, პედაგოგი ამბობს, რომ უცნაური არაფერი შეუნიშნავს.

    17 წლის მარიამ ბურჭულაძის ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდის მიერ დატოვებულ ინგლისურენოვან ჩანაწერში საუბარია მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც.

    ”ვინ ჩაახშობს ხმას ჩემს თავში” - ამ შინაარსის წერილი ოჯახმა მარიამის კარადაში, სასკოლო წიგნებთან ერთად იპოვა. მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ ჩანაწერი ახალი არ არის და გოგონამ ის დიდი ხნით ადრე დაწერა.

    მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების მტკიცებით, გოგონას გაუჩინარების დღეს მობილური თან არ ჰქონია, ის ქობულეთში ერთ-ერთი ბენზინ გასამართი სადგურის სათვალთვალო კამერამ სწორედ ტელეფონით ხელში დააფიქსირა. კურიერის ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა მარტო გადაადგილდება და მობილურით საუბრობს.
    224 ნახვა
    22-04-2021, 00:53